ტორესმა “ჩელსიდან” წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
“მილანის” თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა ლონდონის “ჩელსის” დატოვებისა და იტალიაში გადაბარგების მიზეზებზე ისაუბრა.
“ჟოზე მოურინიოსთან არავითარი პრობლემა არ მქონია. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. მინდოდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მეგრძნო თავი.
მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთთან კომუნიკაციას დღემდე ვაგრძელებთ”, – აღნიშნა ესპანელმა თავდამსხმელმა.
ფერნანდო ტორესმა იტალიის სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.