“ტორპედო-2” – “დინამო-2” ბათუმი 0:0
28 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენი გუნდის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთმანეთს „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ დუბლიორები შეხვდნენ.
პირველი ტაიმი ძირითადად ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა უფრო მეტად მასპინძლები აქტიურობდნენ, რასაც მათი საგოლე მომენტებიც მოწმობს, რომელთაგან ერთიც ვერ იქნა გამოყენებული. მეორე ტაიმში კი ტორპედოელთა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია) უპირატესობა საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ დინამოელები(მწვრთნელი – ივანე მახარაძე) ბევრჯერ გადაურჩნენ გაშვებულ გოლს და საბოლოო შედეგიც ფრე დაფიქსირდა(0:0).
„ტორპედო-2“: გეგუჩაძე, ბერძენაძე, გაგოშიძე, ნაცვლიშვილი(ბერიშვილი 52), მამასახლისი, ლაღაძე, ზაქარაშვილი(კუჭუხიძე 75), ხვიჩია(ტვილდიანი 65), გოგუაძე, იონანიძე(ხეცურიანი 46), ჩიხლაძე.
„დინამო-2“: შოვნაძე, შაფათავა, ო. მუჯირი, ფოთელიძე, აშბა, ჩინბა(ქათამაძე 46), ვარშანიძე, ტროფიმოვი(პატარაია 35), ჩაჩხუნაშვილი, ალეფირენკო(ჭეიშვილი 65, ცეცხლაძე 84), აბუსელიძე.
არბიტრი: თორნიკე ნაკაიძე(ლანჩხუთი)
FCTorpedo.Ge