“ტორპედო” 567 ათას ლარად იყიდება – ინვესტორს ბევრი ვალდებულება ექნება

თარიღი: აგვისტო 5, 2021

ქუთაისის “ტორპედო” ქუთაისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა და საწყისი თანხა 567 ათას ლარს შეადგენს.

ინვესტორს კლუბის შეძენის შემთხვევაში საკმაოდ ბევრი ვალდებულება ექნება, მათ შორის, 3 მილიონ ლარამდე დავალიანების გადახდა.

აუქციონის პირობებში ყველაფერი დეტალურად მითითებულია:

მყიდველი ვალდებულია: 1. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00 (ექვსასსამოცდაათი ათასი) – ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიცია.

2. მართოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (ს/ნ 212917183) როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183)  განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. ამასთან, აღნიშნულ თანხაში არ შედის შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

3. უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. უზრუნველყოს, კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს  საჭირო პირობების შექმნა.

4. უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

5. უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები.

6. დაიცვას ადგილობრივ და უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულებებით დადგენილი „სამი წლის“ წესი. (უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად).

7. ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში www.saras.gov.ge -ზე რეგისტრირებული აუდიტორის ან/და აუდიტორული კომპანიის დადასტურება, ინვესტორის ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალეობის შესახებ.

8. აიღოს პასუხისმგებლობა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიმართ მესამე პირთა მიერ წაყენებულ, მათ შორის ამ ეტაპზე აღიარებულ, დადასტურებულ ან/და აუღიარებელ, დაუდასტურებელ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე (გარდა პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებისა) არაუმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში. კერძოდ, წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე: ა) შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისს“ პოტენციური ინვესტორებისაგან (შპს „ქოფიმა“ ს/ნ 405033743; და შპს „არგონავტიკა“ ს/ნ 406318364, რომლებთაც სურვილი ჰქონდათ სიმბოლურ ფასად საკუთრებაში მიეღოთ შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი) 2020-21 წლებში ინვესტიციის სახით მიღებული აქვს 2 754 640,83  (ორი მილიონ შვიდასორმოცდათოთხმეტი ათას ექვსასორმოცი ლარი და 83 თეთრი) ლარი. მათ შორის, შპს „ქოფიმადან“ 2 297 950,83 (ორი მილიონ ორასოთხმოცდაჩვიდმეტიათას ცხრაასორმოცდაათი) ლარი, შპს „არგონავტიკიდან“ 456 690.00 (ოთხასორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარი. ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკება ან/და დავა შპს „ქოფიმასთან“ და შპს „არგონავტიკასთან“ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მითითებული საინვესტიციო თანხის შპს „ქოფიმას“ (ს/ნ 405033743) და შპს „არგონავტიკისათვის“ (ს/ნ 406318364) დაბრუნება.

9. შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ადგილობრივ ან/და საერთაშორისო, (როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური), ასევე, უეფას მატჩებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველწლიურად, საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღისა, წარმოადგინოს არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის საბანკო გარანტია (მხოლოდ საბანკო დაწესებულებიდან, ამასთან, მიკროსაფინანსო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციიდან გაცემული საბანკო გარანტია არ დაიშვება), საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს საფეხბურთო სეზონის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

10. საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად  არანაკლებ 2 500 000.00 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

11. საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183), განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად, არანაკლებ 4 000 000.00 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობით.

12. არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება.

13. მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

14. მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე.

15. ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. ამასთან,  მყიდველი ვალდებულია გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დააბრუნოს დაუყონებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მყიდველს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადასცემს საფეხბურთო ბაზას.

“ტორპედოს” ყიდვით აიეტ კუკავას “ალიანს ჰოლდინგ ჯგუფი” და დავით კერესელიძის “ნიუ ვიჟენი” არიან დაინტერესებულნი. აუქციონის ლინკი – https://www.eauction.ge/Home/EntityView/727611?fbclid=IwAR1gEIeIJMLveirVgwfe9SVxEbpcxbY8Ydpx_j71dtcj8BC_ZG-DDX99PuM

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი არველაძეზე: “არანაირი დაპირისპირება არ არსებობს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შოთა არველაძესთან მის ურთიერთობას მოკლედ გამოეხმაურა. “ჩვენ ყველა საქართველოსკენ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა ფირცხალაიშვილმა 18-წლამდე ნაკრები ჩაიბარა

ახალგაზრდა სპეციალისტმა ლაშა ფირცხალაიშვილმა 18-წლამდე ასაკობრივი ნაკრები ჩაიბარა. ფირცხალაიშვილმა გიორგი მიქაძე შეცვალა, რომელმაც “თელავი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ის სპორტული დირექტორი: “მესის კარიერის დასრულება “ბარსელონაშ

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო ლიონელ მესის ტრანსფერზე მოლაპარაკების მიმდინარეობას იხსენებს. “არ დავმალავ, რომ მესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

იგუაინი: ’26 გოლი გავიტანე და “რეალმა” ბენზემა და კაკა შეიძინა’

“ინტერ მაიამის” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და ისაუბრა იმ დროზე, როცა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰოლანდს შეეძლო პატარა ბიჭი გაეხარებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვა”

გიბრალტარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რის სტაიჩმა დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა. 32...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი კვირის წინ გვტ**ავდნენ” – კაშიასა და ხოჭოლავას საუბარი მატჩის წინ

16 სექტემბერს უეფას კონფერენს ლიგაზე ბრატისლავას “სლოვანმა” საკუთარ მოედანზე “კოპენჰაგენი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ამ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რის ჯეიმსს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მედლები მოპარეს (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მცველი, რის ჯეიმსი, სოციალურ ქსელში კამერის ჩანაწერებს ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იპარავს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძემ ბელგიის თასის მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (ვიდეო)

ბელგიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძეს “სერენმა” გასვლაზე “ლოკერენი” სამბურთიანი სხვაობით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოში” “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილი ითამაშებს

26 წლის გერმანელი ნახევარმცველი, სიმონ სეფერინგსი “საბურთალოში” ითამაშებს. საიმონი მიუნხენის “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილია, მას ასევე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჰაკიმი კვლავ “რეალში” თამაშზე ოცნებობს”

აშრაფ ჰაკიმის ყოფილი დამრიგებელი, ანტონიო კონტე, პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადებას აკეთებს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მაროკოელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბიჭუნას ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა

იტალიური გამოცემა Tuttosport ოქროს ბიჭუნას ჯილდოსთვის მებრძოლი ფეხბურთელების შემცირებულ სიას აქვეყნებს. როგორც იცით, ზემოხსენებული ტიტულის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოუენი: “მბაპეს, მესისა და ნეიმარის ტრიო “პსჟ”-ს შეტევას ასუსტებს”

მაიკლ ოუენი თვლის, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავური ტრიო ფეხბურთელებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების საშუალებას არ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

სექტემბრის სანაკრებოს პაუზის შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები ხუთი პოზიციით დაქვეითდა და 96-ე პოზიციაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგაში 2 მეკარით, მაგრამ მაკარიძეს არ ათამაშებენ

გიორგი მაკარიძის “ალმერიას” ესპანეთის მე-2 ლიგაში 5 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” თავკაცის რანგში მე-300 მატჩს ატარებს

ამ წუთებში “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ატარებს “ლაიფციგის” წინააღმდეგ. ეს შეხვედრა […]...
წაკითხვა