“ტორპედო” – “ჩიხურა” 0:0
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებული სანაკრებო პაუზის გამო ქუთაისის „ტორპედომ“ დღეს, საკუთარ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა უეფას ევროპის ლიგის გასულ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრილ საჩხერის „ჩიხურასთან“ გამართა.
რევაზ ძოძუაშვილმა დღევანდელ სპარინგში „ტორპედოს“ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. თამაშში მონაწილეთაგან, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის უკრაინელ ახალწვეულებზე უნდა ითქვას: 18 წლის ნახევარმცველი ილია დრევალი აქამდე კრივოი როგის „კრივბასისა“ და შემდეგ კიევის „არსენალის“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, მეორე ლეგიონერიც ბოლოს, ამ უკანასკნელ საფეხბურთო კლუბში იყო, ეს 19 წლის ამპლუით მცველი ვალერი ბონდარენკოგახლავთ. ორივე მათგანის ქუთაისელთა რიგებში ჩარიცხვა ერთთვიანი დაკვირვების შედეგად გადაწყდა. აღსანიშნავია ნიკო კვასხვაძის გამოჯანმრთელებაც, რომელმაც მარტვილის „მერანთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ზემოიმერლებთან გაჯიბრება, „ტორპედოს“ მცირე უპირატესობის მიუხედავად, გატანილი გოლის გარეშე, ფრედ დასრულდა – 0:0.
„ტორპედო“: თებიძე(ბობღიაშვილი 46), დრევალი, ჩადუნელი(შენგელია 70), ბონდარენკო, მახვილაძე, გიორგაძე(ჩაკვეტაძე 30), მამასახლისი(ბენაშვილი 46), ჩიკვილაძე(გოგიჩაიშვილი 46), ჭედია(ქებურია 46), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46), კვერნაძე(ტუღუში 46).
„ჩიხურა“: მწყერაშვილი, ლ. ჭელიძე(ზ. ნადირაძე 75), ჩიკვაიძე, კაშია, ქიმაძე(იაკობაშვილი 87), სიხარულია(ოდიკაძე 55), დობროვოლსკი, მუმლაძე(ს. გაბაძე 87), კორიფაძე(თ. ნადირაძე 67), დეკანოიძე(ივანიშვილი 80), კუჭუხიძე.
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
FCTorpedo.Ge