“ტორპედო” ეროვნულ ლიგაში შეუჩერებელია – კვასხვაძე 400 წუთია გოლს არ უშვებს
ევროპა ლიგიდან გამოვარდნილი ქუთაისის “ტორპედო” ეროვნულ ლიგაში შეუჩერებელია. ამჯერად, ქუთაისელებმა “სიონი” მიიღეს და მეტოქე 3-0 დაამარცხეს. გოლები დოლიძის, კუტალიასა და კაპანაძის ანგარიშებზეა. კვასხვაძე 400 წუთია გოლს არ უშვებს, ჩხეტიანი გუნდს კარგ ფეხბურთს ათამაშებს. “სიონი” 21 ქულით დარჩენისთვის იბრძვის, “ტორპედო” “ჩიხურასთან” სხვაობას 1 ქულამდე და 2 მატჩამდე ამცირებს.
ტორპედო 3-0 სიონი
გოლები: დოლიძე 34, კუტალია 58, კაპანაძე 63
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი – გიგაური (კუხიანიძე 59), ჰლინკა – ქიმაძე, დოლიძე (დაფე 79), კუტალია – კაპანაძე (ლაჩნი 64)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, თომაშვილი, ნოზაძე, გიორბელიძე – ქიქავა (სიხარულია 68), კოშკაძე, ხმალაძე, ისიანი, კირკიტაძე (მიქაბერიძე 87) – ტრეტიაკი (ლეჟავა 52)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე