“ტორპედო” ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში დამარცხდა
23 აგვისტოს, ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბულგარულ “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდა.
ქუთაისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. “ტორპედომ” გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო, ის არ ჩაითვალა. ამის შემდეგ “ლუდოგორეცის” ფეხბურთელებმა ორჯერ დაარტყეს, ერთი დარტყმული კარს აცდა, მეორე შემთხვევაში კი “ტორპედო” გაშვებულ გოლს კვასხვაძემ გადაარჩინა. პირველი ნახევრის დასრულებამდე წამებით ადრე “ლუდოგორეცმა” შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ვანდერსონი ქუთაისელთა საჯარიმოში თავისუფლად შევიდა და “ტორპედოს” კარში გოლი გაიტანა.
65-ე წუთზე “ლუდოგორეცმა” კონტრ-შეტევის შემდეგ ორი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა “ტორპედო” ჯერ კვასხვაძემ გადაარჩინა, შემდეგ კი – აზაცკიმ. მეორე ნახევარში მასპინძლებს საგოლე მომენტი საერთოდ არ შეუქმნიათ, უფრო მეტჯერ გოლის გატანის შანსი “ლუდოგორეცს” ჰქონდა. საბოლოოდ, მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 30 აგვისტოს ბულგარეთში გაიმართება.
“ტორპედო” 0:1 “ლუდოგორეცი”
გოლი: ვანდერსონი 45+1′