“ტორპედო” გადარჩა თუ ჩაიძირა? ჩაჩავა, “დინამო”და იტალიელები
ქუთაისის “ტორპედო” მომდევნო სეზონს ლიცენზიითა და ახალი ინვესტიებიცით დაიწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოს” ყოფილმა მფლობელმა, ზალ ჩაჩავამ ვალის ნაწილი, 800 ათასი ლარი აღიარა, მის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება სამართლებრივი დავა, ფედერაციისა და მერიის ხელშეწყობით გუნდში იტალიელი ინვესტორები მოვლენ და “ტორპედო” პირველივე მატჩს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაიწყებს.
ჩაჩავამ 2 მილიონ 500 ათასი ლარიდან მხოლოდ 800 ათასი ლარის ვალი აღიარა, დანარჩენ ნაწილზე დავა კვლავ გრძელდება.
იტალიელი ინვესტორები დავალიანების ნაწილს გადაიხდიან, ამის გარდა საკმაოდ მოცულობის ინვესტიციებს ჩადებენ კლუბის განვითარებისთვის. მათთან მოლაპარაკებები 1 კვირაში დასრულდება.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საფარი უკვე დაიგო და ქუთათურებს ვერაფერი შეუშლის ხელს სეზონი სახლში დაიწყონ.
“ტორპედოსთან” თბილისის “დინამო” გამოჩნდა. “დინამო” ესპანელმა შტაბმა და მეკარემ დატოვა. შესაძლოა, “ტორპედოს” მოქმედი მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჩისკოს შემცვლელად დაინიშნოს, ხოლო, პერალესის ნაცვლად თბილისელთა კარი როინ კვასხვაძემ დაიცვას.
ყველაფერი უახლოესი 1 კვირის განმავლობაში უნდა გაირკვეს.