ტორპედო” – “გურია” 1:1
29 ივლისს ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენი მეტოქე უმაღლესლიგელი ლანჩხუთის „გურია“(მწვრთნელი – კახი გოგიჩაიშვილი) იყო.
დღევანდელ ტესტ-მატჩში, რომელშიც ქუთაისელებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამოირაკლი კლიმიაშვილი აკლდათ, ანგარიში ორჯერ შეიცვალა. თამაშის პირველ ნახევარში, უფრო ზუსტად კი 3-წუთიან მონაკვეთში, ჯერ კირკიტაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი კუხიანიძემ აქცია გოლად, შემდეგ კი საპირისპირო კართან იგივე ერეკლე კილაძემ გააკეთა. საბოლოო ანგარიშიც პირველი ტაიმისა იყო – 1:1.
გიორგი დარასელიამ „ტორპედო“ ასეთი შემადგენლობით ათამაშა: სომხიშვილი(თევდორაძე 46), ოდიკაძე(ნერგაძე 70), ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი(ბაბუნაშვილი 60), სიჭინავა(ნიკონოვი 60), კუხიანიძე(ხურციძე 70), კახელიშვილი(კაპანაძე 46), კირკიტაძე(ბრეგვაძე 50), შინდაგორიძე(კვერნაძე 46).
FCTorpedo.GE