“ტორპედო” ინვესტორს კვლავ არ გადაცემია – რა ხდება ქუთაისში?
დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც მე-17 საკითხად ქუთაისის “ტორპედოს” გადაცემა იყო გამოტანილი, მაგრამ გადაცემის დამტკიცება არ მომხდარა.
შეიცვალა გარკვეული პირობები და ახალი აუქციონი ახალი პირობებით ჩაინიშნება. გასული აუქციონის მთავარი პრობლემა ძველი დავალიანებებები (2 მილიონ 700 ათასი) გახლდათ, რომელიც გუნდს 2017 წლიდან მოყოლებული აქვს და მის გადახდას ახალ ინვესტორს სთხოვენ.
“ტორპედოს” ყიდვა აიეტ კუკავას “ალიანს ჰოლდინ ჯგუფსა” და დავით კერესელიძის “ნიუ ვიჟენს” სურთ, თუმცა ძველი პირობებით ქუთაისური გუნდის შეძენის სურვილი არცერთს გამოუთქვამს.
ქუთათურებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის, მათე ცინცაძე, როინ კვასხვაძე, მაგამეგ პარაგულგოვი, ვასილის კარაგუნისი, ზიმბაბველი მცველი ალეკ მუდიმუ, თორნიკე ახვლედიანი, ლევან წოწონავა და ბიძინა მახარობლიძე.