“ტორპედო” – “ლოკომოტივი”: არჩათვლილი გოლი, ჩამქვრალი შუქი და იმერლების გამარჯვება (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “ტორპედო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. თამაშში საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა 44-ე წუთზე. ქუთაისელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ნიკოლოზ საბანაძემ თორნიკე კაპანაძეს გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა მარიტივი სიტუაციიდან გოლი გაიტანა. დიდი განსჯის შემდეგ, ეს გოლი არ ჩაითვალა – მსაჯმა მიიჩნია, რომ კაპანაძე თამაშგარეში იმყოფებოდა. თუმცა, შემდგომში კარგად გამოჩნდა, რომ ასპროცენტიანი გოლი იყო.
მეორე ნახევარში კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა. 58-ე წუთზე მოედანზე შუქი ჩაქვრა და მატჩი შეწყდა. ცოტა ხანში, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. განახლებულ შეხვედრაში იმერლებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. ჯერ, 69-ე წუთზე მოედანზე ახალმა შემოსულმა ლაშა კუჭუხიძემ გახნსა ანგარიში, ხოლო 85-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.
საბოლოოდ, 2:0 “ტორპედოს” სასარგებლოდ. “ლოკომიტივმა” კი ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.
ამ გამარჯვების შემდეგ ქუთათურებს 25 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეორე პოზიციაზე არიან. “ლოკოს” 21 ქულა დარჩა და მეოთხეზეა.