“ტორპედო” – “მერანი” 5:1

თარიღი: აპრილი 19, 2014

18 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამდღიანი ტურის ერთი მატჩი გაიმართა. მეორე ექვსეულში ქუთაისის „ტორპედომ“ აიუტსაიდერ მარტვილის „მერანს“ „მიხეილ მესხზე“ გაუწია მასპინძლობა.

თამაშს პირველივე წუთიდან ბოლომდე „ტორპედო“ აკონტროლებდა და ამგვარი სცენარიდან გამომდინარე ეჭვიც არავის ეპარებოდა ქუთაისელთა გამარჯვებაში. ბოლოადგილოსანმა „მერანმა“, რომელიც მის უკანასკნელ თამაშებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად, ვერანაირი „იარაღი“ ვერ დაუპირისპირა. მარტვილელები განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ სწრაფ კონტრშეტევევს ვერ უმკლავდებოდნენ. გოლებიც უმეტესად ასეთი სახის იერიშებით გავიდა: მე-15 წუთზე, ჩიკვილაძის გონივრული გადაცემით ოთარ კვერნაძემ მარჯვედ აუარა გვერდი იობაშვილსა და მამალაძეს, შემდეგ კი ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 1:0. 33-ე წუთზე, ლექვთაძის პასით თეიმურაზ მარკოზაშვილიწააქციეს საჯარიმოში და მსაჯმაც დაუყუნებლივ გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „ტორპედოში“ თავისი პირველი გოლი მიითვალა(2:0), თუმცა „მარკიზიო“ დღეს ამაზე არ გაჩერებულა. მე-40 წუთზე, ინტრიგა მატჩს ლევან გეგეჭკორმა დაუბრუნა, რომელმაც მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა საგოლედ – 2:1. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში კიდევ უფრო ნათელი გახდა „ტორპედოს“ უპირატესობა და პრაგმატული თამაშის ხარჯზე ანგარიშიც მხოლოდ რევაზ ძოძუაშვილის გუნდის სასარგებლოდ იცვლებოდა. 51-ე წუთზე, ირაკლი ლექვთაძემ გამოიყენა საჯარიმოს შიგნიდან გატანის შანსი – 3:1. 78-ე წუთზე, ელიავას პასით ოთარ კვერნაძემ „უმაღლესში“ პირველი დუბლი შეასრულა მეკარესთან პირისპირ გასვლის მერე – 4:1. 83-ე წუთზე კი თანაგუნდელს თეიმურაზ მარკოზაშვილმა„მიჰბაძა“ და უმაღლეს ლიგაში თავის პირველ გოლს, ამჯერად ელიავას პასით მეორეც მიუმატა – 5:1. ასე და ამგვარად, „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატში ერთ მატჩში მისთვის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და მე-10 გამარჯვება მოიპოვა, თანაც, ძალიან დამსახურებული და საჭიროც.

fctorpedo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რა გააკეთა თურქმა მეკარემ მატჩის პირველივე წუთზე (ვიდეო)

21 ოქტომბერს, თურქეთის ჩემპიონატში “ქონიასპორმა” საკუთარ მოედანზე “მალათიასპორი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის პირვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესი ზაფხულში კილიან მბაპეს ყიდვას გეგმავს

გავლენიანი ესპანური გამოცემა As ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენის” ფრან...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბორუსიამ” ჯეიდონ სანჩო 100 ათასი ევროთი დააჯარიმა

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გამოირჩა სიმკაცრით. ამჯერად, გერმანულმა კლუბმა ჯეიდონ სანჩო დააჯარიმა ასი ათასი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უკრაინასთან 0-3 დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან და ამით შეკრება დაასრულა. ჩვენმა წინა შეხვედრისგან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეინი “ტოტენჰემის” კრიზისზე: “ასეთ რთულ მდგომარეობაში პირველად ვართ̶

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერი, ჰარი კეინი, გუნდის ბოლოდროინდელ ჩავარდნებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ “სპურსმა” ბოლო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინედინ ზიდანი: “მინდა “რეალში” სამუდამოდ დავრჩე”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, რომელსაც კლუბს ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგის ტიტული, საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უცნობმა ბიზნესნესმა ფოთის “კოლხეთი” გადაარჩინა

ფოთის “კოლხეთის” სოციალურ გვერდზე გუნდის განცხადება გამოქვეყნდა, რაც ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებასა და უცნობი ბიზნესმენის დახმარება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგო მოტა სერია A-ს კლუბს გაწვრთნის

იტალიის სერია A-ს მკვიდრ “ჯენოას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრიპიერი: “დიეგო კოშტა დღეში ათჯერ “რუნის” მეძახის”

“ატლეტიკოს” მარჯვენა მცველმა, კიერან ტრიპიერმა განაცხადა, რომ დიეგო კოშტა ყველაზე მხიარული ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც უთამაშია. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად ჯერ კიდევ არ ვართ”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქსლეიდ-ჩემბერლენი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

20 ოქტომბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნორვეგიელმა მეკარემ 89-ე წუთზე გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა (ვიდეო)

20 ოქტომბერს, ნორვეგიის რანგით მეორე დივიზიონში “სკეიდმა” საკუთარ მოედანზე “კისა” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰაკან ჩალჰანოღლუს ბრწყინვალე თამაში და პიონტეკის გოლი “ლეჩეს” კარში (ვიდეო)

20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “მილანი” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინის რეაქცია, როცა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” მო

20 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ, გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპის კომენტარს უპასუხა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე...
წაკითხვა