“ტორპედო” მზადებას შეუდგა

თარიღი: იანვარი 13, 2014
   ზამთრის არდადეგების შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ განახლებული შემადგენლობით დაიწყო მზადება. ცნობილია, რომ ქუთაისურ გუნდს ამიერიდან რევაზ ძოძუაშვილი გაწვრთნის, ვინც „ტორპედოს“ დამრიგებელი 1978, 1988-89, 2001-02 და 2006 წლებშიც იყო. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა კლუბმა უკანასკნელად ქვეყნის ჩემპიონობა სწორედ მისი თავკაცობით მოიპოვა(2002 წელს).

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საწვრთნელ ბაზაზე გამართულ 2014 წლის პირველ ვარჯიშში, რომელმაც ადგილობრივ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, „ტორპედოს“ ძველი კონტინგენტიდან დღეს მხოლოდ რამდენიმე დუბლიორმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობა კი მოედანზე სინჯებზე მყოფი ფეხბურთელები გახლდნენ.

გუნდის შემადგენლობასთან ერთად მიმდინარეობს კლუბის მთლიანი პერსონალის დაკომპლექტებაც. აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში „ტორპედოს“ ახალი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ „ტორპედოს“ ახლადდანიშნულ მთავარ მწვრთნელს.

„რასაკვირველია, ქუთაისი ჩემი ქალაქია და ყოველთვის არავისზე ნაკლები ქუთაისელი კაცი არ ვარ. ჩემი ცხოვრების პირამიდა აქედან იწყება და მიმაჩნია, რომ რაც უნდა ბევრი ვაკეთოთ, ქუთაისის წინაშე ვალს ვერასდროს ვერ გადავიხდით. უფლება არ მქონდა, რომ ობლად დარჩენილ გუნდში მოსვლაზე უარი მეთქვა და ის შემოთავაზება, რაც გულშემატკივრებმა მომცეს არ მიმეღო. პირველი ზარი სწორედ მათი მხრიდან იყო და მთხოვეს, რომ რამენაირად დავხმარებოდი ამ ქალაქს. მოგეხსენებათ, ეს ჩემი პირველი ხელის შევლება არ იქნება „ტორპედოზე“, აქამდეც არაერთხელ მოვსულვარ გაჭირვების პერიოდში ქუთაისში და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე.

დღეის მდგომარეობა ისეთია, რომ თავისუფლად შეიძლება ევროპაშიც გავიდეთ და ასევე, არაა გამორიცხული უმაღლესი ლიგიდანაც გავარდეთ. ამიტომ რთული სიტუაციაა, პროფესიონალური თვალსაზრისით, სახარბიელო აქ არაფერია, რადგან სასწორზე ვდგავართ.

დაინახეთ დღეს, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმაში გუნდის მშენებლობისთვის და ფუნდამენტის ჩაყრა უკვე დაიწყო. იმ სიმდიდრეს, რაც არის საწვრთნელ ბაზაზე ყველანაირად გამოვიყენებთ ფეხბურთელებისთვის, თუმცა მეორეა მატერიალური მხარე. ეროვნული ნაკრების ბევრი ყოფილი ფეხბურთელია ისეთი, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს კლუბში თამაშის, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული. თუ ამის პირობა იქნა, ქუთაისელი გულშემატკივრები ნახავენ ისეთ ფეხბურთელებს, ვისაც წარსულში არაერთი კარგი დამსახურება აქვთ. ჩემს ირგვლივ იქნებიან ისეთი პიროვნებები, რომელთაც დიდი პრაქტიკა აქვთ გამოვივლი და ეჭვი არ მეპარება, რომ მათი ცოდნისა და ყურადღების გამოვლინებით ბევრს შეშურდება საქართველოში ასეთი პედაგოგიური მიდგომის. თუ ჩვენს ოსტატობასა და საქმისადმი დამოკიდებულებას მყარი მატერიალური მდგომარეობაც დაემატება ერთიანებობაში ბოლომდე სასურველ შედეგს მივიღებთ. ყველამ იცოდეს, რომ თუ ქუთაისის „ტორპედოში“ ვინმეს ჩარიცხვა უნდა, იგი აქ მოდის საომრად. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ქართული ფეხბურთის ომში მონაწილეობის მისაღებად.

რაც შეეხება ზამთრის შეკრებას, ახლა ისეთ დღეში ვართ, რომ სეზონის განახლებამდე ერთი კვირით ადრეც შეიძლება მოსამზადებელი ეტაპი გვქონდეს. ეს საკითხიც ნორმალურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, თუ ის გვექნება, მაშინ სხვა ქალაქში გავივლით შეკრებას, თუ არა და მადლობელი ვიქნები თუ ბაზაზეც მოხერხდება აღნიშნული პროცესი. გეტყვით, რომ კიდევ მზად არის 7-8 ფეხბურთელი ჩვენთან მოსასვლელად, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ქართულ ფეხბურთში.

მოგეხსენებათ, “ტორპედოს” ყოფილმა სპონსორმა კომპანია „ვისოლმა“ მისი წასვლის შემდეგ კლუბისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა დატოვა ქალაქის მერიის ანგარიშზე და „ტორპედოს“ ბიუჯეტის დადგენას ჩვენ სწორედ მათგან ველოდებით – განაცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა.

fctorpedo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იტალიელი ჟურნალისტი რომელუ ლუკაკუზე ნათქვამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ სერია A-ში გადაბარგების შემდეგ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა, რისი მიზეზიც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – რონალდუს რეაქცია, როცა მამის აქამდე უცნობი კადრები ნახა (ვიდეო)

ბრიტანული ტელევიზია ITV-ის ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელს პირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “სტერლინგს შეუძლია, მესისა და რონალდუს დონეზე ასვლა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერის, რაჰიმ სტერლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვაისის მიმართ დიდი ინტერესია”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გადაცემაში “სპორტი იმედზე” იყო მიწვეული და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაკო ალკასერი: “ბარსელონაში” ძალიან ცუდად მექცეოდნენ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ესპანელმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩამდე პრესასთან ისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ “ტვენტეში” პირველი გოლი შეაგდო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიურ “ტვენტეში” სადებიუტო გოლი გაიტანა. “ფორტუნა სიტარდის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ იცვამს იურგენ კლოპი კლასიკურად მატჩისთვის?

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რომელიც ქარიზმატული ხასიათითაა გამორჩეული, განმარტავს თუ რატომ არ იცვამს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ვალდესმა “ბარსელონას” 19-წლამდე გუნდში სამწვრთნელო დებიუტი გაძევებით და

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს, ვიქტორ ვალდესს კატალონიელთა 19-წლამდე გუნდის მწვრთნელის რანგში შინაურ კედლებში დებიუტი ჰქონდა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო გენდუზის დამცინავი ჟესტი და “უოტფორდის” ოფიციალური გვერდის პასუხი (ფოტო)

15 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ფრედ 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “სანამ ეს ადამიანი “ტორპედოს” ფლობდა, მანამდე შეუძლებე

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემების შესახებ გადაცემაში “სპორტი იმედზე̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე: “რასაც ფატი აკეთებს, ნორმალური არ არის”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანსუ ფატი შეაქო. როგორც იცით, გუშინ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანსუ ფატის რეკორდი ლა ლიგაში

14 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მეტოქე 5:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ზედიზედ მე-5 მოიგო, გორი რუსთავს დაუზავ

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მე-2 დღე უშუალო კონკურენტების, გორის “დილასა” და რუსთავის “რუსთავს” შორის მატჩით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვეშდი” “კიშვარდას” ეწვია და ზივზიძის დუბლით იმარჯვა. ბუდუმ ანგარიში [&h...
წაკითხვა