„ტორპედო“ სამშობლოში დაბრუნდა
ქუთაისის „ტორპედომ“ ორკვირიანი უცხოური შეკრება დაასრულა. თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირა კურორტ ბელეკიდან 11-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი კლუბის 35-კაციანი დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.
როგორც უკვე გაცნობეთ, გიორგი დარასელია მის ფეხბურთელებს „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ხვალ შეკრიბავს და ამჟამინდელი სეზონის განახლებისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.
თურქეთში განვლილი მზადების ვრცელი ფოტოკოლაჟი იხილეთ – Facebook-ზე
FCTorpedo.GE