WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (367992) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ტორპედო” “შერიფთან” განადგურდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

თარიღი: ივლისი 18, 2018

18 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” სტუმრად ტირასპოლის” შერიფს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ქუთაისელებმა პირველ მატჩში 2:1 გაიმარჯვეს, მაგრამ მოლდოვაში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ბადიბანგამ გახსნა. ტაიმის დასრულებამდე ჟოალისონმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა შეტევის ხაზი გააძლიერა, მაგრამ ამ ცვლილებებმა თამაშში ვერაფერი შეცვალა. 55-ე წუთზე ჟოალისონმა ქართულ გუნდს ისევ გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ორი მატჩის ჯამში “ტორპედო” 2:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. ქუთაისური გუნდი ამიერიდან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც მისი მეტოქე ფარერების წარმომადგენელი “ვიკინგური” იქნება.



მსგავსი სიახლეები