“ტორპედო” სლოვაკი ფეხბურთელით გაძლიერდა
ქუთაისის “ტორპედომ” ევროთასების წინ პირველი ტრანსფერი განახორციელა. სლოვაკი ახალწვეული, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჩეხეთის ტოპ დივიზიონიდან – “ბანიკ ოსტრავადან”, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
27 წლის ნახევარმცველი, სლოვაკური “ბანსკი-ბისტრიცას” აღზრდილია, სხვადასხვა დროს თამაშობდა დუკლა პრაღაში და სპარტაკ ტრნავაში. 2010-12 წლებში, სლოვაკ მოთამაშეს 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში მოლდოვის ჩემპიონს – ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდება. მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი პირველ შეხვედრას ქუთაისში ჩაატაატარებს.
მარეკ ჰლინკა 2016 წლიდან “ბანიკ ოსტრავაში”, ცნობილი ჩეხი ფეხბურთელის – მილან ბაროშის მშობლიურ კლუბში თამაშობს. “ლივერპულის”, “ლიონის” და “გალათასარაის” ყოფილი ფორვარდი დღესაც ბანიკშია და კლუბში მეოთხე სეზონსს ატარებს.
erovnuliliga.ge