“ტორპედო” თურქეთში 23 ფეხბურთელით მიემგზავრება
დღეს, საღამოს, ქუთაისის „ტორპედო“ ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად თურქეთისკენ აიღებს გეზს. ქართული დელეგაცია, რომელიც 35 წევრისგან შედგება, ტრაბზონში ავტობუსით გაემგზავრება, ხოლო იქიდან ჯერ სტამბულში, შემდეგ კი ანტალიაში – თვითმფრინავით და კურორტ ბელეკში მდებარე სასტუმრო “Atlantis”-ში დაბინავდება.
გაგაცნობთ თურქულ შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიას:
მეკარეები: ბექა შეყრილაძე, ლევან ტყეშელაშვილი
მცველები: გურამ ადამაძე, ზაზა ჭელიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ბაქარ მირცხულავა, ბექა ბანძელაძე, საბა ადამაშვილი, მიხეილ მახვილაძე, გივი იოსელიანი
ნახევარმცველები: ლაშა ქებაძე, ნიკო კვასხვაძე, შოთა ბაბუნაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ოლეგ მამასახლისი, დავით კირკიტაძე
თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, ბექა ტუღუში, ზურაბ ხურციძე, ბუდუ ზივზივაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ნიკა საბანაძე.
როგორც ზემოდანაც ჩანს, ჩვენს გუნდში კიდევ ერთი ახალწვეულია – 24 წლის მარჯვენა მცველი გივი იოსელიანი „ტორპედოში“ 2011/2012 წლების სეზონშიც თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ თურქეთში ოთხი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი: 1 თებერვალს ჩვენი მეტოქე ყაზახური „ირტიში“ იქნება, 7 თებერვალს უნგრული „დებრეცენი“, ხოლო 10 თებერვალს – ბულგარეთის „ბოტევი“. კიდევ ერთ შეხვედრას ქუთაისელები 4 თებერვალს გამართავენ, ჯერჯერობით, სპარინგ-პარტნიორის ვინაობა არ დაზუსტებულა.
FCTorpedo.GE