“ტორპედო” ტრენჩინისკენ
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ “ტორპედო” ისევ ერთვება უეფას საკლუბო ტურნირში. 29 ივნისს ქუთაისელები ევროპის ლიგის პირველი შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს სლოვაკურ “ტრენჩინთან” სტუმრად გამართავენ.
გუნდი 27 ივნისს 29-კაციანი დელეგაციით მიემგზავრება უცხოეთში. დილით თბილისი – პრაღის “აირზენას” ავიარეისით იფრენს. ჩეხეთის დედაქალაქიდან ავტობუსით სლოვაკურ საკურორტო ქალაქ პიეშტანიმდე იმგზავრებს და სასტუმრო “ჰოტელ პარკში” დაბინავდება, საიდანაც ტრენჩინამდე ნახევარი საათის სამანქანო გზაა.
ხვალ და ზეგ საღამოს ტორპედოელები სასტუმროს კუთვნილ მოედანზე ივარჯიშებენ. 29 ივნისს კი „ტრენჩინთან“ მატჩი ჩვენი დროით 19:20 სთ. დაიწყება.
“ტორპედოელთა” სატრენჩინო შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: #89 როინ კვასხვაძე, #1 მაქსიმე ქვილითაია;
მცველები: #2 ვაჟა ტაბატაძე, #5 დავით ხურცილავა, #3 გურამ ადამაძე, #4 ანრი ჭიჭინაძე, #17 გიორგი გურული, #23 გიორგი ქიმაძე;
ნახევარმცველები: #6 ოლეგ მამასახლისი, #77 მერაბ გიგაური, #8 შოთა ბაბუნაშვილი, #30 მათე კვირკვია, #80 დავით ხურციძე, #22 გრიგოლ დოლიძე, #88 ბექა ტუღუში, #10 გიორგი კუხიანიძე;
თავდამსხმელები: #9 თორნიკე კაპანაძე, #99 ლაშა კუჭუხიძე.
“ტორპედოს” პრესსამსახური