ტორპედო: “ცეცაძის განცხადება მივიღეთ, მაგრამ არ ვჩქარობთ”
ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი განცხადებას ავრცელებს.
ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვად მიიჩნევს გადაწყვეტილებსი მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილი შესწავლის შემდეგ. ხვალ, 15:00, რამაზ შენგელიას სახელბოის სტადიონზე, პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია” – წერია განცხადებაში.
“ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში 4 მატჩის შემდეგ 1 მოგება და 3 წაგება აქვს. “სამგურალთან” თამაშში ცეცაძე გულშემატკივრებს დაუპირისპირდა.