ტორპედო VS დილა – გამოტოვებული მატჩი მაყურებლისა და კოვტალიუკის გარეშე
ხვალ 3 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დილა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ ტორპედოს დაუპირისპირდება.
აღსანიშანავია რომ ეს მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის, ამის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი სანქციაა რომელიც მასპინძელ გუნდს ჯერ კიდევ პირველ ტურში უნდა მოეხადა, თუმცა რაკი გახსნითი მატჩი იყო, გამონაკლისი იქნა დაშვებული, აღნიშნულმა სანქციამ კი იქამდე გადაიწია სანამ ეს გუნდები ამავე სტადიონზე მეორედ დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
“ტორპედოს” ფანებმა გასული სეზონის ბოლო თამაშში “დინამო არენაზე” სკამები დაამტვრიეს, რის გამოც, ფედერაციამ კლუბი ასეთი სასჯელით დასაჯა.
ორვე გუნდი ხვალინდელ შეხვედრას დისკალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება, თუმცა ტრავმის გამო დილას მიკოლა კოვტალიუკი დააკლდება.
Fcdila.ge