ტორპედოელთა მორიგი გამოსვლები ჭაბუკთა ლიგაზე
25 მაისს, ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” სტუმარი ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ზუგდიდის “ზუგდიდი” იყო.
როგორც წესი, თავდაპირველად, მოედანი 16-წლამდე ფეხბურთელებს დაეთმო, სადაც მასპინძლები უფრო უკეთ გაისარჯნენ და მინიმალური ანგარიშითაც იმარჯვეს – 1:0. რევაზ კვერნაძის გაწვრთნილებიდან გოლით გიგა თავაძე გამოირჩა.
“ტორპედო U-16”: სულაბერიძე(კვერნაძე 65), ჯავახაძე(მაღლაკელიძე 60), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე, ჭანია, გორდაძე(ხუციძე 55), თევზაძე, ზარნაძე(ანთიძე 50), თავაძე(გოგიაშვილი 60), მანჯგალაძე.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა შედარებით უფროსი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდების პაექრობაში, ქუთაისელებმა ამჯერად მატჩის ფავორიტის სახელი ვერ გაამართლეს და მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.
აკაკი კვერნაძის თავკაცობით”ტორპედო U-18″–მა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გეგუჩაძე, ფანცხავა(ზაქარიაძე 70), ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ო. ჭიჭინაძე 60), მარდალეიშვილი(გაგოშიძე 46), ბიწაძე, ბანძელაძე, ხეცურიანი, გოგუაძე(ხვიჩია 62), ქურდაძე(აშვეთია 75), ჩიხლაძე(ა. ჭიჭინაძე 70).
FCTorpedo.Ge