“ტორპედომ” ანდრო გიორგაძე დაიმატა
ქუთაისის “ტორპედომ” 24 წლის ცენტრალური მცველი ანდრო გიორგაძე დაიმატა.
გიორგაძემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
ფეხბურთელის სიმაღლე 1.97მ-ია და ფიზიკურ კონდიციას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა.
გიორგაძე საქართველოში მარტვილის “მერანში” თამაშობდა, ხოლო, შემდეგ უკრაინულ “ვორსკლაში”, ჩეხურ “ზლინში” და ლვოვის “კარპატში” ირჯებოდა. 21 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და “ტორპედოს” შუერთდა.
ანდრო ქუთაისში ლაშა კასრაძეს შეცვლის, რომელიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.