“ტორპედომ” “ჩიხურა” მარტივად დაამარცხა – კაპანაძის წლის შედევრი
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის პირველი შეხვედრა საჩხერის “ჩიხურასა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის ქუთათურთა გამარჯვებით დასრულდა. “ტორპედო” მე-4 წუთზე დოლიძის საჯარიმოდან კარგი დარტყმის შემდეგ დაწინაურდა. მე-15 წუთზე კი “ტორპედოს” ბომბარდირმა, თორნიკე კაპანაძემ ულამაზესი მაკრატელა გოლი გაიტანა და ჰამზიჩს შანსი არ დაუტოვა. შესაძლოა, ელვას ეს ბურთი სეზონის საუკეთესო გოლადაც დასახელდეს.
მე-2 ტაიმში ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა, “ტორპედო” აკონტროლებდა თამაშს და 72-ე წუთზე კაკუბავას წითელი ბარათის შემდგომ ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ.
ქუთაისელებმა 5 ქულით გაასწრეს “ჩიხურას” და “დინამოსთან” 1 ქულით შეამცირეს სხვაობა. როინ კვასხვაძის ლიდერობით გუნდი მე-17 თამაშია (11 მოგება, 6 ფრე) არ მარცხდება.
ჩიხურა 0-2 ტორპედო
გოლები: დოლიძე 4, კაპანაძე 15
ჩიხურა: ჰამზიჩი – ლექვთაძე, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე – ბუღრიძე, დობროლოვსკი (ჩიხლაძე 62), კაკუბავა, სარდალიშვილი (იონანიძე 76)- გაბედავა, მარკოზაშვილი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი (ხურცილავა 46) – გიგაური, ცინცაძე – დოლიძე (დაფე 70), ქიმაძე (კუხიანიძე 80), კუტალია – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახი ჩხეტიანი
წითელი ბარათი: კაკუბავა 72