“ტორპედომ” “დილა” დამაჯერებლად დაამარცხა, კვასხვაძე კვლავ არ უშვებს
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გამოტოვებული მატჩი “ტორპედოსა” და გორის “დილას” შორის ქუთათურებთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ანგარიში მე-6 წუთზე ლაჩნიმ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი კუტალიამ კიდევ ერთი გოლი შეაგდო. მე-2 ნახევარში ბევრი არაფერი შეცვლილა და “ტორპედომ” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ ჩხეტიანის გუნდმა “ჩიხურას” გადაასწრო, “დილასთან” სხვაობა კი 4 ქულამდე შეამცირა, დამატებით, 2-ით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.
საინტერესოა, რომ უკვე მე-6 თამაშია როინ კვასხვაძეს გოლი არ გაუშვია. მისი ეს მაჩვენებელი 580 წუთია, რაც გრძელდება.
ტორპედო 2-0 დილა
გოლები: ლაჩნი 6, კუტალია 44
ტორპედო: კვასხვაძე – ხურცილავა, აზაცკი, კობახიძე, მარინი – ჰლინკა, ცინცაძე, დაფე, ქიმაძე (გეგეჭკორი 63), კუტალია (გიგაური 59) – ლაჩნი (კაპანაძე 80)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დილა: გუგეშაშვილი – სუხიაშვილი (ჯუფი 46), ჩადუნელი, გადრანი, გრიგალაშვილი – ნონიკაშვილი, რაზმაძე (ლემპტი 68), გოგუა (ნონდი 82) – რიბეირო, ქავთარაძე, კორიფაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი