“ტორპედომ” გადაწყვეტილება ერთი მატჩით შეცვალა – ნახევარფინალში მთავარი გუნდით

თარიღი: ოქტომბერი 23, 2019

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის 2 მატჩი გაიმართება. ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხზე თბილისის “საბურთალოს” ესტუმრება და როგორც ჩანს, “ტორპედო” თბილისში მთავარი გუნდით მიემართება.

სოციალურ ქსელში განცხადება “ტორპედოს” ფან-კლუბმა გაავრცელა.

“მადლობა! მადლობა! მადლობა!!!

ხვალ ტორპედოს თბილისში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს საბურთალოსთან. ხვალ თასის ნახევარფინალია!

ტორპედოს ფეხბურთელების მოთხოვნის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ფეხბურთელებმა არ ითამაშეს ჩემპიონატის მატჩში და მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ მანამ, სანამ დავალიანება არ იქნება გასტუმრებული.

სრულად ვიზიარებთ ფეხბურთელთა პოზიციას. გვესმის, რომ რთულია ფეხბურთზე იფიქრო, როცა მოედანს იქით მილიონი პრობლემაა… ამიტომ ამ საკითხში ტორპედოელებს გვერდით დავუდექით!

თუმცა ხვალ სეზონის მატჩია. ხვალინდელმა დღემ, შესაძლოა, კლუბის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ ფანები შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ კლუბს ჩვენს მეტი პატრონი არ ჰყავს… ისევ ჩვენი, ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადასარჩენია გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კლუბში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებმა მაინც გაითვალისწინეს ფანების თხოვნა და ხვალ, სეზონის მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე სათამაშოდ მთავარი გუნდი გავა.

ტორპედოს ვერ დაეხმარება როინ კვასხვაძე, რომელმაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, როგორც არ უნდა დასრულდეს შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთელებს ჩვენგან მადლობა ეკუთვნით. მთელი სეზონია ბიჭები ამდენი პრობლემის ფონზე გულშემატკივრის თხოვნებს ითვალისწინებენ და ჩვენთვის მაქსიმუმს აკეთებენ. ზუსტად ვიცით, ადრე თუ გვიან თითოეულ მათგანს დაუფასდება ეს ყველაფერი.

მანამდე კი ხვალ სეზონის მატჩია და ყველა უნდა წავიდეთ თბილისში. ბიჭებს ისე უნდა დავუდგეთ გვერდით, როგორც ისინი უდგანან კლუბს!”, – წერია განცხადებაში.

“ტორპედოს” ძირითადი გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში 3 კვირის წინ შეწყვიტეს, ეროვნულ ლიგაში კი ასაკობრივი გუნდის მოთამაშეებმა ითამაშეს და სათადარიგო სკამზე 13 წლის მეკარე იჯდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა “ტორპედოს”.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, 2021/22 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვოს

“ლივერპულის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, 2021/22 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვოს. ამის მიზეზი ოლიმპიური თამაშებია. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ “ანორთოსისს” ქულა მოუტანეს (ვიდეო)

1 მარტს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “აპოლონი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. სტუმრები 65-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ ორივე მატჩს გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მიუნხენის “ბაიერნია”. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

მირონ მარკევიჩი: “გიორგის ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს”

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა, რომელიც ახლა უკრაინის ნაკრების კომიტეტის ხელმძღვანელია, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბრიელმა მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

“ვალენსიას” რიგებში მოთამაშე გაბრიელ პაულისტამ “ხეტაფესთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (3-0) შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორია “მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგები დიდი ექვსეულის კლუბებთან?

პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ჩელსის” დაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიოვი “ბუნდესნაკრებში” გაშვებულ ფეხბურთელებს აბრუნებს?

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, ნაკრებში მატს ჰუმელსის, ჟერომ ბოატენგისა და ტომას მიულერის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო სიმეონეს ისტორიული მიღწევა “ატლეტიკოში”

შაბათს ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში “ატლეტიკომ” ურთულეს ბრძოლაში “ვილიარეალი” ანგარიშით 0-2 დაამარცხა. შედეგად ორმტჩიანი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ბევრმა “ლივერპული” ნაადრევად ჩამოწერა”

მერსესაიდულმა “ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. იურგენ კლოპის გუნდმა გასვლაზე “შეფილდ იუნაიტედი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავში” მალდინი ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ “თელავის” რიგებში 20 წლის ბრაზილიელი მცველი, პაბლო მალდინი ითამაშებს. მალდინი “ფლამენგოს” 20-წლამდეთა გუნდში [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენ დეივისი: “ბეილს უსამართლოდ აკრიტიკებენ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველმა, ბენ დეივისმა, პრესასთან საუბრისას გარეტ ბეილი დაიცვა და განაცხადა, რომ ის უელსელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები “სპარტაკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

ყაზანის “რუბინმა” მოსკოვის “სპარტაკი” 0-2 დაამარცხა და უდიდესი წვლილი გამარჯვებაში ხვიჩამ დადო. მოკლე ვიდეო ხვიჩას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “სწორ გზას დავუბრუნდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის 25-ე ტურში “რეალ სოსიედადთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენც...
წაკითხვა