“ტორპედომ” “ლოკოს” მოუგო – კაპიტნის წითელი, 2 გაფუჭებული პენალტი, რა ელის ჭიას და სად იყო იმრანი?

თარიღი: აგვისტო 2, 2020

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ძალიან მაგარი თამაში იხილა. 1 წითელი, 2 გაფუჭებული პენალტი, მაროკოელი იმრანის გამოჩენა და ყველაფერი, რაც ფეხბურთს უხდება. მე-4 წუთზევე შეეძლო ფანცულაიას პენალტით გოლის გატანა, მაგრამ ძალიან ცუდად შეასრულა და მამარდაშვილმა მოგერიება შეძლო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ქმნიდა სახიფათო მომენტებს. “ლოკოს” კაპიტანმა დავით უბილავამ კი გუნდი უკვე მეორეჯერ დააღალატა (პირველად “დინამო თბილისთან” მიიღო 2 ყვითელი ბარათი – რედ) და 43-ე წუთზე მსაჯმა გააძევა. ზუსტად 2 წუთში ფანცულაიამ თავისი მაინც გაიტანა და “ტორპედო” დააწინაურა.

მე-2 ტაიმში ჭიაბრიშვილმა გაბაძე და არველაძე შემოიყვანა. 53-ე წუთზე ჯარიმის შემდეგ სიტუაციაში ყველაზე კარგად ახალგაზრდა მცველი ლუკა ქაფიანიძე გაერკვა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ბურთი შეაგდო. 4 წუთში მაროკოელმა ლად-ომარ იმრანმა შეტევა დაცვიდან დაიწყო, არველაძესთან გაითამაშა და მარცხენა ფეხით მეკარეს ძალიან მაგრად გაუტანა.  მიუხედავად იმისა, რომ “ლოკომოტივი” 10 კაცით იყო, ქუთაისელებმა აშკარად ვერ შეძლეს თამაშის დაწყნარება და ამის გამო კინაღამ 86-ე წუთზე დაისაჯეს, როცა არველაძის წაქცევისთვის ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა, დაარტყა, მეკარე მარცხნივ წავიდა, ბურთი მარჯვნივ, მაგრამ ძელს მოხვდა და ქუთაისი გადარჩა. დამატებით დროში კვლავ ვატოს შეეძლო გმირობა, თუმცა არ გამოუვიდა.

“ტორპედოს” 8 ქულა აქვს, “ლოკომოტივს” 9. ჭიაბრიშვილის დანიშვნის შემდეგ გუნდმა 4-დან 2 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. გაათავისუფლებს მას ხელმძღვანელობა თუ იმრანის აღმოჩენის გამო, რომელსაც შანსი არცერთმა მწვრთნელმა არ მისცა, კიდევ ერთ შანსს მისცემს.

ეროვნულ ლიგას 15 ქულით “დინამო თბილისი” ლიდერობს, რომელმაც “ჩიხურა” გიორგი კუხიანიძის გოლით დაამარცხა. ხვალ “დილა”, “დინამო ბათუმი”, “სამტრედია” და “საბურთალო” ჩაერთვებიან.

ლოკომოტივი 1-2 ტორპედო

გოლები: იმრანი 57 – ფანცულაია 45, ქაფიანიძე 53

ლოკომოტივი: მამარდაშვილი – თ. კირკიტაძე (არველაძე 53), სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (ქველაძე 67), გურეშიძე, უბილავა – შონია, დარცმელია, იმრანი – გავაშელიშვილი (გაბაძე 46), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშილი

ტორპედო: შოვნაძე – გრიგალაშვილი, ქაფიანიძე (მირცხულავა 65), კასრაძე, ნადარაია – ბობკო (ტუღუში 72), ჯანელიძე, მამასახლისი, ციცქიშვილი – პონომარი (იონანიძე 83), ფანცულაია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

პენალტი გააფუჭეს: სიხარულიძემ 86-ე წუთზე – ფანცულაია მე-4 წუთზე

წითელი ბარათი: უბილავა 42

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როცა წიტაიშვილი ასე ძალიან გჭირდება – “ლეხმა” გიოში 100 ათასი ევრო გადაი

პოლონეთის ჩემპიონმა “ლეხმა” გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერში 100 ათასი ევრო გადაიხადა. წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მაშინ როცა ქართული პასპორტი გაქვს – მამარდაშვილს პრობლემები შეექმნა

გიორგი მამარდაშვილს მოულოდნელად “ვალენსიას” დატოვება და მადრიდში წასვლა მოუხდა. მასთან ერთად იმყოფება სერბი ნახევარმცველი რაჩიჩიც. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე წარმატებული ქართველი აგენტი, რომელიც ქართული ფეხბურთის 60%-ს აკონტროლებს

მამუკა ჯუღელმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ბაზრის 60%-ს აკონტროლებს და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაიოზ ჩარკვიანი: “საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი შვილი ტყუილად არ გარდაცვლილა

“ვიტ ჯორჯიას” 20 წლის ფეხბურთელი ვახო ჩარკვიანი დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

40 წლის ხოაკინმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ხოაკინი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. 40 წლის ნახევარმცველმა “ბეტისთან” კონტრაქტი 2023 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჭიაბრიშვილი: “ვალდებულები ვართ “პაიდე” გავიაროთ”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესტონურ “პაიდესთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. “დღესდღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძეს ინგლისში ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

“ჰათაიასპორის” სპორტული დირექტორის მოადგილის განცხადებით, “ჰალ სიტის” გუნდის 2 ფეხბურთელის, მათ შორის, საბა ლობჟანიძის დამატებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “ბარსელონაში”? პირველი კონტაქტი შედგა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. AS-ის ცნობით, მხარეებმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მარსელი” იგორ ტუდორს ჩააბარეს

“მარსელის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორვატი სპეციალისტი იგორ ტუდორი დაინიშნა. მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

კრისტიან ერიქსენი კარიერას, სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ბრიტანული მედიის თანახმად, დანიელი ფეხბურთელი “წითელ ეშმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენ მილიონს მიიღებს ბათუმი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისგან?

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ოფიციალურად 1-ელ ივლისს შეუერთდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ რეალურად რამდენი გადაიხადა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” რონალდუ გამორიცხა

მადრიდის “რეალმა” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შესაძლებლობა გამორიცხა. გასული წლის ზაფხულში პორტუგალიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოლომონ კვირკველია – “ლესტერიდან” ბაქოს “ნეფთჩამდე”

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია კარიერას ბაქოს “ნეფთჩიში” გააგრძელებს. საუბარი იყო რუმინულ “სტიაუაზე”, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი შემთხვევა მე-4 ლიგაში – “იბერია” მოედანზე 10 კაცით გავიდა და მოი

საქართველოს მე-4 ლიგაში დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. “იბერიამ” “ოდიში” 3-1 დაამარცხა. ამ შეხვედრას ყურადღებას [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიბალა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება?

პაულო დიბალასთვის ბრძოლაში “ნაპოლიც” ჩაერთო. იტალიური მედიის თანახმად, ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის სატელეფონო საუბარი [...
წაკითხვა