“ტორპედომ” მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, ფოთი რუსთავს დაუძმობილდა
ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ “ტორპედოსა” და “ჩიხურას” შორის ქუთაისლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ლევან კუტალიამ გრიგოლ დოლიძის პასის შემდეგ გაიტანა და “ტორპედომ” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ბოლო წუთზე ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ კახაბრიშვილს გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა კვასხვაძე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
თავის მხრივ, დღეს “რუსთავმა” მიხეილ მესხზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო და როგორც ყოველთვის ამ კლუბებს შორის ხდება, ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. “კოლხეთმა” მე-15 ტურის შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა და დემიდოვმა სრულიად განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა.
ტორპედო 1-0 ჩიხურა
გოლი: კუტალია 58
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, გიგაური (ცინცაძე 72), კუტალია (დაფე 66), ქიმაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი (კაპანაძე 83)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიტეიშვილი, კაკუბავა, მარკოზაშვილი (კახაბრიშვილი 75), დობროლოვსკი (ბუხაიძე 63), სარდალიშვილი (ჩიხლაძე 81), ბუღრიძე, გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“რუსთავი” 0-0 “კოლხეთი”
რუსთავი: სეფიაშვილი, კირკიტაძე, გუბულოვი, კვირკველია, ჩუკურა, ფონიავა (თარხნიშვილი 26), პაპავა, კლიმიაშვილი (ლობჟანიძე 46), ციქციშვილი, კვარაცხელია, მარცვალაძე (ქავთარაძე 76)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
კოლხეთი: კნიგა, ციკოლია, ხატიაშვილი, აფხაზავა, კერელეიშვილი, ტყემალაძე, დოროშენკო, ჭეჭელაშვილი (შალიკაშვილი 69), მთივლიშვილი, იმნაძე (ფენდერავა 95), აშორტია (დუმბაძე 78)
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი