“ტორპედომ” მძიმე ბრძოლაში მოიგო, “ლოკომოტივმა” “რუსთავთან” გაილაღა
ეროვნული ლიგის პირველი ტურის მე-2 დღის შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა. ქუთაისის “ტორპედომ” ბოლნისის “სიონი” მიიღო, “ლოკომოტივმა” კი “რუსთავთან” ითამაშა.
“ტორპედომ” ძალიან დაძაბულ ბრძოლაში “სიონი” კაპანაძის გადამწყვეტი გოლით 3-2 დაამარცხა. ქუთაისელებს კაპიტანი კვასხვაძე აკლდა და მერაბ გიგაური აკლდათ. “სიონმა” ღირებული წინააღმდეგობა გაუწია ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს.
თბილისის “ლოკომოტივმა” “რუსთავთან” გაილაღა და მეტოქე 4-1 გაანადგურა. 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე გოლით დაბრუნდა, შეაგდო ჯიქიამ, არდაზიშვილმა და ინგჯიამაც. “რუსთავს” მომატება მოუწევს.
ხვალ თბილისის “დინამო” – საჩხერის “ჩიხურა”, “დილა” და “ვიტ ჯორჯია” იასპარეზებენ.
ქვილითაია – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, სტიეპოვიჩი – ჭიჭინაძე (ლუკა 73), ცინცაძე – ქიმაძე (დოლიძე 46), ქავთარაძე, წიქარიძე – ზივზივაძე (კაპანაძე 64)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სიონი: ზარქუა – ტვილდიანი, თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი – ხმალაძე (მესხი 86), თარხნიშვილი – ისიანი (მანაგაძე 89), რაჟამაშვილი (სიხარულია 59), კირკიტაძე – უგულავა
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
ლოკომოტივი 4-1 რუსთავი
გოლები: ჯიქია 34, არდაზიშვილი 45, სიხარულიძე 84, ინგჯია 88 – ციცქიშვილი 18
ლოკომოტივი: ბულისკერია – ძებნიაური, ჭანტურია, გურეშიძე – კირკიტაძე, გვალია, შონია, არდაზიშვილი, უბილავა – სიხარულიძე, ჯიქია
მთავარი მწვრთნელი: კახა ჭაღიაშვილი
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ხუბუტია, გადრანი, ჯაფიაშვილი – ფონიავა, ქოჩლაძე – ჩოგაძე, ციცქიშვილი, სილაგაძე – ქავთარაძე
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია