“ტორპედოს” 16 წლის მეკარის წარმატებული დებიუტი ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 12, 2019

ეროვნულ ლიგაში ქუთაისის “ტორპედოს” 16 წლის მეკარის, დავით ასათიანის დებიუტი შედგა.

საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩამდე 30 წუთით ადრე “ტორპედოს” მე-2 მეკარემ, ლევან შოვნაძემ ტრავმა მიიღო, განაცხადში კი 16 წლის დავით ასათიანი გახლდათ. გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე დაზიანებულია.

ასათიანმა 1 ძალიან კარგი სეივი განახორციელა და კორიფაძის უზუსტესი დარტყმული ცხრიანიდან აიღო. თამაშს ძალიან კარგად კითხულობდა და გამოსვლაზე უშეცდომოდ გაისარჯა. დავითი 16 წლის 1 კვირის წინ გახდა.

ერთადერთი გოლში, რომელიც “ტორპედომ” გაუშვა, მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები