“ტორპედოს” ახალი ლოგო და ფორმა
ქუთაისის “ტორპედოს” ახალ ლოგოსა და სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით კონკურსი ჩატარდა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულად კონკურსზე წარმოდგენილი ლოგოს მე-12 ვარიანტი და მაისურის მე-6 ვარიანტი დაასახელა, რომელთა ავტორი სოსო ბაბუნაშვილი აღმოჩნდა.
გამარჯვებულს თითოეულ ნომინაციაში გათვალისწინებული საპრიზო თანხა – 150 ლარი (ჯამურად 300 ლარი) ერგო.
“სასიამოვნოა, რომ კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო იყო ამ სახით ახალი ლოგოსა და ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო კონკურსის ყველა მონაწილეს, რომლებიც არამარტო ქუთაისიდან იყვნენ წარმოდგენილნი. გამარჯვებული ლოგო მუდამ იქნება ქუთაისის „ტორპედოს“ იმიჯისა და წარმატების შემადგენელი ნაწილი. მოხარული ვარ, რომ კლუბისთვის ასეთი ისტორიული ფაქტი სიმბოლურად დაემთხვა ჩემი შვილის, ნიკას დაბადების დღეს, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ მას დღევანდელ დღეს”, – ციტირებს “ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ჩაკვეტაძის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
წარმოგიდგენთ კლუბის ახალ ლოგოსა და სათამაშო მაისურის დიზაინს.