“ტორპედოს” ასაკობრივი გუნდები – სამბურთიანი სხვაობა და სამი ქულა ბათუმელებთან
დასასრულს მიუახლოვდა ჭაბუკთა ლიგის მორიგი გათამაშება, სადაც დღეს ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივმა გუნდებმა ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ბათუმის დინამოელები მიიღეს.
16-წლამდელთა შორის ჩატარებული(70-წუთიანი) შეხვედრა მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ქუთაისელებმა გოლებს მეორე ტაიმში მოუყარეს თავი. მეტოქის კარი 37-ე, 45-ე და 55-ე წუთებზე, შესაბამისად: ბექა შეყრილაძემ,შოთა წიქარიშვილმა(პენალტით) და დავით მანჯგალაძემ აიღეს.
„ტორპედო U-16”: კვერნაძე(სულაბერიძე 45), შეყრილაძე, სალუქვაძე, ქუთათელაძე(კიკნაძე 55), წიქარიშვილი, ჭანია(ანთიძე 50), ზარნაძე(გურეშიძე 36), თევზაძე(გორდაძე 36), ჯავახაძე, მანჯგალაძე(ხუციძე 60), იონანიძე(თავაძე 45).
ასევე, გამართული თამაშის ჩვენებით 3 ქულა აიღო ტორპედოელთა 18-წლამდე გუნდმაც, რომელიც 0:1-ს აგებდა, თუმცა დავით ჯანაძის შესრულებული პოკერით, რაც მან ნახევარი საათის განმავლობაში შეძლო(!), სტუმრები იგივე სხვაობით დაამარცხა – 4:1.
„ტორპედო U-18”: მოდებაძე(გეგუჩაძე 73), ბერძენაძე(ა. ჭიჭინაძე 70), გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ჯოხაძე 20), ხვიჩია(მარდალეიშვილი 60), ბიწაძე(ჯიქიძე 73), ბანძელაძე, გოგუაძე(ხეცურიანი 50), ჯანაძე, ო. ჭიჭინაძე(ზაქარიაძე 58).
FCTorpedo.GE