“ტორპედოს” ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან ღირსეულად წააგეს

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “საბურთალოს” შეხვედრით განახლდა. “ტორპედოში” არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, კახა ჩხეტიანმა მოედანზე 13, 14, 15, 16, 17, 18, 19 და 20 წლის ბიჭები გაიყვანა. ყველაზე ასაკოვანი ქუთათურებიდან 22 წლის ნიკა ქორიძე გახლდათ. “საბურთალომ” მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, საჯარიმოდან გეგა დიასამიძემ ლამაზად შეაგდო და 1-იც საკუთარ კარში აბზიანიძემ ჩაჭრა. 51-ე წუთზე ნიკა სანდოხაძეს დავით ასათიანმა პენალტი აუღო. ასათიანმა მე-2 თერთმეტრიანი მოიგერია “საბურთალოსთან” მე-2 მატჩში. მართალია, “საბურთალო” მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უდიდეს უპირატესობას, მაგრამ “ტორპედომ” ღირსეულად და ბოლომდე იბრძოლა და მხოლოდ 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
18:00 საათზე თბილისური დერბი, “დინამოსა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება დაიწყება.
ტორპედო 0-2 საბურთალო
გოლები: აბზიანიძე 48 (ავტო გოლი), დიასამიძე 60
ტორპედო: ასათიანი – აფრიდონიძე, აბულაძე, აბზიანიძე, ფიფია, ბოჭორიშვილი – დეისაძე, ქორიძე, სანებლიძე (მაღლაფერიძე 68), მელაძე (ბაბუნაშვილი 58) – შარვაშიძე (ელბაქიძე 75)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე (მალი 46), სანდოხაძე, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ალთუნაშვილი (მარგველაშვილი 69), გორგიაშვილი, ცნობილაძე, დიასამიძე (გაბედავა 63) – გი, როლოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი