“ტორპედოს” მწვრთნელთა ტრიოს პირველი მოგება დუბლებში
ნლობათა ტურნირის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების კალენდრის მიხედვით ქუთაისის „ტორპედოს“ მეორე გუნდს მარტვილის „მერანის“ რეზერვისტებთან(მწვრთნელი – პაატა ლურსმანაშვილი) საგარეო კედლებში უნდა ეთამაშა, თუმცა მეტოქის ინიციატივით მხარეებმა შეხვედრა ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე გადმოიტანეს.
მატჩი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მე-10 წუთზე თორნიკე ბანძელაძემ გახსნა, რომელმაც სტანდარტი შეასრულა და ბურთი ისე შევარდა მერანელთა კარში გზად არც ერთ ფეხბურთელს არ შეხებია – 0:1. 33-ე წუთზე, ტვილდიანის გადაცემით მეკარეს ლაშა ჩიხლაძემ დაასწრო და ვარდნაში გადაამისამართა ბურთი მეტოქის კარში – 0:2. 38-ე წუთზე, გოგუაძისა და ჩიხლაძის პასებით დასარტყმელ პოზიციაზე კობა თორთლაძე აღმოჩნდა, რომელმაც ახლოდან დარტყმით ბურთი კარის ვიწრო მონაკვეთში შეაძვრინა და სხვაობაც გაზარდა – 0:3. 59-ე წუთზე, ნომინალურმა მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, თავი გიორგი ჭეიშვილმა გამოიჩინა – 1:3. 74-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში მას შემდეგ დაფიქსირდა, როცა ბიწაძის პასით მეკარესთან პირისპირ ოთარ ბერეჩიკიძემ იმოქმედა შედეგიანად – 1:4. მაშასადამე, გიორგი სუხიაშვილის, გიორგი მეგრელაძისა და ვლადიმერ ჭყონიას გაწვრთნილმა „ტორპედოს“ დუბლიორებმა მიმდინარე წელს პირველად მოიგეს.
„მერანი-2“: დარციმელია, ჯიქიძე(ასათიანი 59), თაკვარელია, ღვინიანიძე, ო. ბერიშვილი(ლ. ქიქავა 46), ბარბაქაძე(ანდღულაძე 68), ჯღამაია, ბასილაია(რუხაია 70), ქაჯაია(გაზდელიანი 46), ჭეიშვილი, ფაილოძე
„ტორპედო-2“: მოდებაძე, დუდუჩავა(ლაღაძე 54), გ. გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, შ. გაბუნია(კოხრეიძე 67), ტვილდიანი(ხეცურიანი 63), ბიწაძე, თ. ბანძელაძე, გოგუაძე(ჯანაძე 56), ჩიხლაძე(ბერეჩიკიძე 73).
მსაჯი: თორნიკე ნაკაიძე(ლანჩხუთი)
FCTorpedo.GE