“ტორპედოს” პატრიოტული პერფორმანსი

თარიღი: აგვისტო 6, 2020

ქუთაისის “ტორპედო” ხვალ, 6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “თელავს” უმასპინძლებს.

კლუბისოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, მატჩის დღეს,”ტორპედოს” ინიციატივით, ორივე გუნდი მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვა. 

“ტორპედო” და “თელავი” კიდევ ერთხელ იტყვიან ხმამაღლა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მაისურის მეორე მხარეს იმ გმირი ჯარისკაცების სახელები და გვარები იქნება, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სვლა ქუთათურებმა გასულ წელსაც გააკეთეს, რამაც რუსულ დუმაში გარკვეული პირების გაღიზიანება გამოიწვია.

 

მსგავსი სიახლეები