“ტორპედოს” ფან-კლუბი: “ტორპედო ბოლო წუთებს ითვლის!”

თარიღი: სექტემბერი 10, 2019

ქუთაისის “ტორპედოში” კვლავ დიდი ფინანსური პრობლემებია, ახალ ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ, გუნდიდან ჩაჩავა წავიდა, თუმცა არაფერი იცვლება. “ტორპედოს” ფან-კლუბმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“ტორპედო“ ბოლო წუთებს ითვლის!

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი განცხადება გავავრცელეთ გუნდის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ადრესატამდე ეს მესიჯები გვიან მიდიოდა. ქალაქის მერია, რომელსაც ზაალ ჩაჩავასთვის კლუბის ჩამორთმევას ვთხოვდით, თვეები არ გვისმენდა. შემდეგ გვატყუებდა!

გვიან, მაგრამ მაინც მივედით იქამდე, რომ კლუბი მერიამ დაიბრუნა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ კლუბის დაბრუნება არ ყოფილა. მას შველა სჭირდება!

ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში 3 თვის წინ მოვიდნენ, დღემდე ერთი ხელფასიც არ აუღიათ. კვლავ უხელფასოდ რჩებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც „ტორპედო“ გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს და ბოლომდე გვიერთგულეს.

მაგრამ… მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ჩვენსასაც!!!

ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მიუხედავად კლუბისადმი დიდი პატივისცემისა, ბევრი პრობლემა დაუგროვდათ, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, ვარჯიშებზე უარი თქვან. უკვე თვეებია გაურკვევლობაშია კახა ჩხეტიანიც. ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის მას უწევს… როგორც კახა ჩხეტიანმა გვითხრა, მას უკვე ფეხბურთელებთან საუბრისაც კი სრცხვენია, აღარ იცის რა უთხრას და პრობლემას საკუთარ თავში ხედავს – ეტყობა, ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვუშლი ხელს კლუბის განვითარებას და წავალ მეც მაშინო…

ამას არ დავუშვებთ! აღარ მოვითმენთ! აღარ მოვტყუვდებით! აღარ გაპატიებთ!

გადავწყვიტეთ 11 სექტემბერს 14:00 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ ნებისმიერი გზით კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვა. ვინაა დამნაშავე მომხდარში, ვინ რას უცდის და ა.შ., ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს! მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – „ტორპედო“ უნდა გადარჩეს, გააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი.

ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება. „ტორპედოს“ გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება…

მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გული შეგტკივათ „ტორპედოზე“, 11 სექტემებრს 14:00 საათზე მოდით მერიასთან!

მოგიწოდებთ ყყველა მშობელს, ვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალი, რომლებსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ!

მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან.

ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება. „ტორპედო“ ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება!

გელოდებით, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მერიასთან!”, – წერია განცხადებაში.

“ტორპედო”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბრაიტონი” ბოლო წამზე დანიშნული პენალტით და

პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის მესამე ტური “ბრაიტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაძაბულმა დაპირისპირებამ გახსნა. მოედა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი გუნდიდან სუარესის გაშვებაზე: “ჩვენ ასე გადავწყვიტეთ”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდიდან ლუის სუარესის გაშვების შესახებ კომენტარი გააკეთა. ცნობილია, რომ ურუგვაელ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” კიეზას ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები სერიოზულად ინტერესდებიან ფედერიკო კიეზას ტრანსფერით. ამ ინფორმაციას Sky Italia ადასტურებს. როგორც ცნობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რანგნიკი: “ჰავერცი თანამედროვე იოჰან კრუიფია”

“ლაიფციგის” ყოფილმა თავკაცმა, რალფ რანგნიკმა, კაი ჰავერცთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. “ჰავერცი ერთ-ერთია ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანზე გადაღებული ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველ რაფაელ ვარანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების თილისმა, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია!

საქართველოს ნაკრების თილისმა, კაცი, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი იცნობს, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია. მამასახლისი, რომელიც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე სექსუალურმა სპორტსმენმა “დორტმუნდი” ავარჯიშა (ფოტო)

გერმანელმა მორბენალმა ალისა შმიდტმა დორმტუნდის “ბორუსიას” ფიზიკური მზადების პროცესში მონაწილეობა მიიღო. კლუბმა 21 წლის სპორტსმენი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება მარიო ბალოტელის საცოლე (ფოტო)

იტალიელი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის რჩეული იტალიელი სატელევიზიო ვარსკვლავი ალესია მესინაა. ისინი ერთმანეთზე უკვე დაინიშნენ. იხილეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესმა “ატლეტიკოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

დღეს ლუის სუარესმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ურუგვაელი ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე “ტენერიფეს” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას “ტენერიფეში” გააგრძელებს. კაკაბაძე “ტენერიფეს” შვეიცარიული “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი სათამაშოდ პრემიერლიგიდან პორტუგალიაში გადავიდა

ფაიქ ბოლკიაჰი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად ითვლება, “ლესტერ სიტიდან” “მარიტიმუში” გადავიდა. 22 წლის ნახევარმცვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილის პირველი კომენტარი “რეალის” დატოვების შემდეგ

გარეტ ბეილმა მადრიდის “რეალიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “არაფერს ვნანობ, მე უბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ურუგვაული შემტევი წყვილი? “ატლეტიკო” სუარესის შემდეგ კავანის ეპატიჟება

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელოს. Goal-ის ცნობით, ესპანელებმა ურგვაელ ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი სუარესს: “გუნდიდან ასე მოსროლას არ იმსახურებდი, მაგრამ აღარაფერი მიკვირს”

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ლუის სუარესს დაემშვიდობა. არგენტინელამ სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. “...
წაკითხვა