„ტორპედოს“ ფიზმომზადების მწვრთნელი ესპანურ ვებ-გვერდს ესაუბრა
ესპანურმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Futmadrid.com-მა ქუთაისის „ტორპედოს“ ფიზმომზადების სპეციალისტ ალბერტო ბეროკალ კორეასსამშობლოში ჩასვლით ისარგებლა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ვრცელ პუბლიკაციაში რესპონდენტი დღემდე მის განვლილ პროფესიულ კარიერას იხსენებს და ჩვენს გუნდთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე საუბრობს.
გთავაზობთ მცირე ციტატას ინტერვიუდან:
„საქართველოდან კარგი შანსი მივიღე, რომ მემუშავა ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფეხბურთო კლუბში, ჩემს უახლოეს მეგობარ ჟერარდ სარაგოსასთან ერთად. ჩვენ გვყავს ძალიან ახალგაზრდული გუნდი, საიდანაც 19, 21-წლამდელებსა და ეროვნულ ნაკრებში არიან ფეხბურთელები მიწვეულნი. სხვათა შორის, შესაძლოა, სამშაბათს, ჩვენი გუნდის მცველმა გიორგი ხიდეშელმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, მისი ძალიან გვეიმედება და დაამტკიცებს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.
ქართულ და ესპანურ ფეხბურთს შორის უდიდესი განსხვავებაა, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე ორგანიზაციული საკითხებით. ქვეყნის ნომერ პირველ საფეხბურთო დაპირისპირებად შერაცხულია ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩები, რომლებზეც გულშემატკივართა გაცილებით უფრო მაღალი დასწრებაა, ვიდრე სხვა შეხვედრებზე.
ქუთაისში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, გარდა იმისა, რომ აქ ყველგან თბილად გვხვდებიან, მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ქუჩაში სეირნობისას ჩემი შვილი წაიქცა და უმალვე 5 ადამიანი გაჩნდა მის დასახმარებლად“.
ინფორმაციის წყარო: http://fctorpedo.ge