“ტორპედოს” პირველი გამარჯვება და გოლების მანქანა ფანცულაია
ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და “ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვებით თბილისის “მერანს” პირველი მარცხი აგემა. პირველი ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას “მერანი” ფლობდა, თუმცა უფრო მეტ მომენტს “ტორპედო” ქმნიდა. 32-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულ ფანცულაიას მცველმა დაასწრო, თევდორაძე წინ იყო გამოსული და უკრაინელმა ბობკომ კარში მარტივად გადაგზავნა ბურთი და ანგარიში გახსნა.
მე-2 ტაიმში ციცქიშვილი – ფანცულაიას დუეტი გამოირჩეოდა და ციცქიშვილმა მე-60 წუთზე 1 მეტოქე კარგად ჩამოიშორა, ფანცულაია დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და გოლების მანქანამაც (ბოლო 2 მატჩში 3 გოლი) შესანიშნავად შეასრულა – 0:2. დარჩენილ წუთებში არაფერი შეცვლილა და ქუთაისელებმა პირველი მოგება ჩაიწერეს.
ამ გამარჯვებით “ტორპედომ” სწორედ “მერანს” გადაასწრო, ბათუმის “დინამოსა” და “სამტრედიას” კი გაუთანაბრდა.
ელიგის მე-5 ტური “სამტრედიასა” და “ჩიხურას” შეხვედრით 9 ივლისს გაიხსნება.
მერანი თბილისი 0-2 ტორპედო
გოლები: ბობკო 32, ფანცულაია 60
მერანი: თევდორაძე – კახელიშვილი, თევზაძე, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი – ვასაძე (ბოლქვაძე 67), დათუნაშვილი, მახარობლიშვილი (გაბისკირია 46), შარიქაძე, დეისაძე – ფიფია (გოგოლაშვილი 46)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ტორპედო: ბულისკერია – ტაბატაძე (გრიგალაშვილი 61), კასრაძე, ადამაძე, ნადარაია – ჯანელიძე, ბობკო (შარვაშიძე 67), ძარია, ივანიშვილი (მირცხულავა 81) – ციცქიშვილი, ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე