“ტორპედოს” საჭირო ქულები ზუგდიდელებთან

თარიღი: მარტი 31, 2014

30 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულს შორის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „ზუგდიდმა“ მიიღო.

დღევანდელი თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. ასე რომ არა, მოედანზე მოასპარეზე ფეხბურთელები ძნელად გაუძლებდნენ ზღვისპირას მდებარე სტადიონზე გაზაფხულისთვის შეუფერებელ სიცივეს. მატჩის პირველი ტაიმი ძირითადად ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა ტორპედოელთა შეტევები უფრო გააზრებული და მწვავე გახლდათ. საწყის ნახევარ საათში შექმნილი სახიფათო მომენტები მხოლოდ ქუთაისელთა აქტივში ჩაიწერა. მე-11 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ჩიკვილაძის ჩაწოდებით ბურთს მარკოზაშვილი გამოეხმაურა ნახტომში, მახვილი კუთხიდან თავით დარტყმულ ბურთს ზარქუა დაეუფლა პირველივე ცდაზე. მე-17 წუთზე, „ტორპედოს“ ლატვიელი მცველის ჩაწოდებულს ჩიკვილაძის არაზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა. 27-ე წუთზე, შორი მანძილიდან ლექვთაძემ ვერ მოახვედრა „ჩარჩოში“. 31-ე და 33-ე წუთებზე, მარკოზაშვილი იყო ორჯერ ახლოს ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ ჯერ მცველები გადაეღობნენ მის თავურ დარტყმას, მეორედ კი მან მეკარე ზარქუას „დაუფარა“ ფეხი, როცა ეს უკანასკნელი ბურთს იგერიებდა საჯარიმოდან, “მარკიზიოს” ოდნავ არ გაუმართლა და მასპინძლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. 44-ე წუთზე, რეაქციის გამოვლენა მოუწია კვასხვაძესაც, „ტორპედოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ერთ-ერთმა ზუგდიდელმა ფეხბურთელმა დაჰკრა ბურთს, რომელიც ტორპედოელმა მეკარემ არ გაუშვა. აქამდე იყო სამუშიას დარტყმა, ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა. გუნდები უგოლოდ გავიდნენ შესვენებაზე – 0:0.

მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო „გამოცოცხლდა“ და საგოლე ეპიზოდებიც მეტად მოხშირდა. 47-ე წუთზე, ც. სამუშიას ჩაწოდებით „ზუგდიდის“ მაკედონიელი ლეგიონერის თავური დარტყმით ბურთი ხარიხამ აისხლიტა. 48-ე წუთზე, სამუშია გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა კიდეც, მაგრამ კვასხვაძემ იმოქმედა დამაჯერებლად. 53-ე წუთზე, მარჯვენა მხრიდან ჩიკვილაძემ ჩაჰკიდა კუთხურიდან საჯარიმოში, ბურთს ჰაერში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შეუცვალა მიმართულება, რის შემდეგაც ფხიზლად იმოქმედა მამუკა ღონღაძემ, რომელმაც ყველას დაასწრო და მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა იგი მეტოქის კარში – 0:1. 59-ე წუთზე, „კანუს“ შეეძლო მისი გუნდი აღარ ენერვიულებინა დარჩენილ დროში, მაგრამ მარკოზაშვილის პასით მან მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა. მდევრის რანგში მყოფებმა ერთ წუთში „მწარე“ პასუხის გასაცემად ცოტა დააკლდათ, კრკელიჩის მიერ თავით გადაგზავნილმა ბურთმა, სტუმართა კარს მცირე მანძილით ჩაუარა „გარედან“. შემდგომმა 20-წუთიანმა მონაკვეთმა ასევე დაძაბულად ჩაიარა. 85-ე წუთზე, კვერნაძემ დაჰკრა სახიფათოდ ზუგდიდელთა საჯარიმოში შესვლის შემდეგ, ბურთი ზარქუამ მოიგერია კუთხურზე, რომლის მოწოდებას მოჰყვა ღონღაძის მიერ მარცხენა ფეხით ოდნავ არაზუსტად შესრულებული დარტყმა. საბოლოოდ, ქუთათურებმა მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანეს(1:0) და საჭირო ქულებიც მოიპოვეს.

შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=238

FCTorpedo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

4 საუკეთესო ქართული გუნდი ფეხბურთელებს ხელფასებს შეუმცირებს

კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე მსოფლიო წამყვანი გუნდები ფეხბურთელებს ხელფასებს უმცირებენ და მათ რიგებს ქართული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკომ კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა

ანდრეი შევჩენკო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩეფერინი აღიარებს: “სეზონი შეიძლება დაიკარგოს”

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ მსოფლიო მასშტაბით სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში 2019/20 წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გლენ ჯონსონი: “ხალხს ავიწყდება, რომ ტრენტი მხოლოდ 21 წლის არის”

მერსესაიდის “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა გლენ ჯონსონმა პრესასთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე ისაუბრა. მისი თქმით, ხალხს ავიწყდება, რომ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკმანამანი: “რეალი” ძალიან ჰგავს “ლივერპულს”

“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, სტივ მაკმანამანმა, პრესასთან საუბრისას ამ ორ კლუბს შორის არსებულ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს დედა საავადმყოფოდან გამოწერეს (ფოტო)

კრიშტიანუ რონალდუს დედა საავადმყოფოდან გამოწერეს. 65 წლის დოლორეს ავეირუმ ინსულტი გადაიტანა და სამი მარტიდან საავადმყოფოსი, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ფეხბურთელებს ხელფასებს არ შეუმცირებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებას არ გეგმავენ. ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ინტერესი 17 წლის კამავინგას მიმართ იზრდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რენის” ახალგაზრდა ნახევარმცველ ედუარდო კამავინგაზე ფიქრს არ ეშვებიან. ამ ინფორმაციას ესპანურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანავარო ევროპელებს იმედს აძლევს: “ჩინეთში თავისუფლად სიარული უკვე შემიძლია”

ჩინური “გუანჩჟოუს ევერგრანდის” მწვრთნელი, ფაბიო კანავარო ევროპელებს ამშვიდებს. იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამბობს, რომ ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსის” ფეხბურთელებმა ხელფასებიდან 90 მილიონი ევრო დათმეს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა ფეხბურთელებთან ხელფასების დაკლების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ცნობილი ხდება, საერთო ჯამში &...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქული ფეხბურთის ლეგენდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თურქული ფეხბურთის ლეგენდა, რუშტუ რეჩბერი, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს კორონავირუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტეფანოვიჩი: “იოვიჩი ყველაფერს აკეთებს კარიერის გასანადგურებლად”

ფრანკფურტის “აინტრახტის” ყოფილი მწვრთნელი დრაგოსლავ სტეფანოვიჩი აღშფოთებას ვერ მალავს ლუკა იოვიჩის ქმედებების გამო. შეგახსენებთ, რომ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანგულ ტელევიზიას ლიონელ მესი მის “ორეულში” აერია (ფოტო, ვიდეო)

ფრანგული ტელევიზიის M6-ის პირდაპირ ეთერში კურიოზული რამ მოხდა. ჟურნალისტი საუბრობდა იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლისათვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრაუჩი: “რონალდოსთან ფოტოს გადაღების შანსი მქონდა, მეგონა, ის მიცნობდა…”

“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს სთხოვეს დაესახელებინა, ვისთან ერთადაც თავდასხმის დუეტს შექმნიდა. ვეტერანმა ინგლისელმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გეგა დიასამიძემ ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

28 მარტს, ბელარუსის ჩემპიონატში “გოროდეიამ” საკუთარ მოედანზე “შახტიორი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა [...
წაკითხვა