“ტორპედოს” ჭაბუკებმა ჩემპიონატის ბოლოს „ჩიხურასაც“ მოუგეს
13 ივნისს, ჭაბუკთა ლიგაში ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდების მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იყო.
რევაზ კვერნაძის გაწვრთნილი 16-წლამდე გუნდის მატჩში დამაჯერებელი ანგარიში დაფიქსირდა – 2:0 ტორპედოელთა სასარგებლოდ. პირველი გოლი, 50-ე წუთზე, გიორგი გურეშიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, ბურთი საკუთარ კარში ერთ-ერთმა ჩიხურელმა ჩაჭრა. ხუთ წუთში კი, უპირატესობაგიგა თავაძემ განამტკიცა და ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონატი ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით მე-4 ადგილზე დაასრულა.
„ტორპედო U-16“:სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი(მაღლაკელიძე 65), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე(კიკნაძე 60), ბურჯანაძე, ზარნაძე(ანთიძე 55), თევზაძე(გორდაძე 50), ჯავახაძე(ხუციძე 60), გურეშიძე(თავაძე 40), მანჯგალაძე.
განსხვავებით პირველისგან, გოლუხვი გამოდგა მეორე შეხვედრა, 18-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის, აქაც 3 ქულა ქუთაისელებმა აიღეს. გოლები: დავით ჯანაძემ, ზაურ გოგუაძემ(2) და თორნიკე ბანძელაძემ ჩაიწერეს აქტივში. საბოლოოდ, აკაკი კვერნაძის შეგირდებიც ჭაბუკთა ლიგის ამ გათამაშებაში(ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ) მე-4 ადგილზე გავიდნენ.
„ტორპედო U-18“: გეგუჩაძე(მოდებაძე 46), ბერძენაძე, ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, მარდალეიშვილი(ბაბუნაშვილი 75), ქველიძე(გაბუნია 65), ხვიჩია(ხანთაძე 62), ბანძელაძე, გოგუაძე, ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 20), ჯანაძე(შამათავა 18, ზაკარიაძე 70).
FCTorpedo.GE