“ტორპედოს” ჭაბუკებმა მარტვილელებს სძლიეს, ჯერი პირველ გუნდზეა…
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კლუბის სახელით გილოცავთ ათორმეტთაგან ერთ-ერთს – ბზობის დღესასწაულს. მრავალს დაესწარით!
სიმბოლურია დღევანდელ დღეს მიღწეული გამარჯვებები და სასიამოვნოა, რომ ეს ქუთაისელებმა შეძლეს – ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივი ტურნირის მორიგ ტურში. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე სტუმარი გუნდი მარტვილის „მერანი“ გახლდათ.
წესისამებრ, ჯერ უმცროსებმა 35-წუთიანი ტაიმები ითამაშეს. შეხვედრა რევაზ კვერნაძის გუნდმა მე-5 წუთზე გიორგი გურეშიძის მიერ გამოყენებული პენალტის წყალობით მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.
შემადგენლობა: გიორგი სულაბერიძე, შოთა წიქარიშვილი, ბექა შეყრილაძე, გოჩა ჭანია(მურადი ქუთათელაძე 55), ლაშა სალუქვაძე, შალვა ბურჯანაძე, გურამ ჯავახაძე(დავით იონანიძე 35), გიორგი გურეშიძე(ბექა ანთიძე 65), ჯემიკო ზარნაძე(ნიკა თევზაძე 50), დავით მანჯგალაძე(გიგა თავაძე 60), რუბენ შველიძე(გიორგი გორდაძე 40).
ჭაბუკთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი
პრაქტიკულად, „მერანის“ დუბლშემადგენლობა შეხვდა „ტორპედოს“ U-18-ს, მიუხედავად ამისა, აკაკი კვერნაძის შეგირდებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ანალოგიური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს. გოლიდავით ხეცურიანმა მე-60 წუთზე ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გაიტანა.
შემადგენლობა: თორნიკე გეგუჩაძე, გიორგი ბერძენაძე(გიორგი მუშკუდიანი 75), ილია ჯოხაძე, მიხეილ კუჭუხიძე, ზურაბ ფანცხავა, მიხაილ ქველიძე, დავით ხვიჩია(ალექსანდრე შამათავა 85), ანრი ზაქარაშვილი(აშვეთია 87), დავით ხეცურიანი(გივი ჯიხვაძე 82), დავით ქუთათელაძე(ლაშა ბერაძე 75).
ჭაბუკთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი
მოგეხსენებათ, უმაღლესი ლიგის უახლოეს ტურში „ტორპედოს“ მეტოქე აუტსაიდერი მარტვილის „მერანი“ გახლავთ. ასე რომ, „მერანთან“ გამარჯვებას ჭაბუკებმა უკვე დაუდეს სათავე…
FCTorpedo.GE