“ტორპედოს” ჭაბუკებმა ზესტაფონში იმარჯვეს
ჭაბუკთა ლიგაზე 28–ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” ასაკობრივი გუნდები სტუმრად ზესტაფონში იქაურ თანალიგელებს შეხვდნენ.
ჩვეულებრივ, ჯერ 16–წლამდელები გაეჯიბრნენ ერთმანეთს, სადაც რევაზ კვერნაძის გაწვრთნილმა ქუთაისელთა გუნდმა 3:1 დაამარცხა მასპინძლები. გოლები: შოთა წიქარიშვილის(პენალტით), დავით მანჯგალაძის და ბექა ანთიძის ანგარიშზეა.
“ტორპედო U-16”: სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი, ჭანია, ქუთათელაძე, შეყრილაძე, გორდაძე(ანთიძე 50), ჯავახაძე(სალუქვაძე 55), თევზაძე(კიკნაძე 65), მანჯგალაძე, იონანიძე(ხურციძე 65), თავაძე(ზარნაძე 40).
სათამაშო უპირატესობა საბოლოო ანგარიშში ასახა”ტორპედოს” 18–წლამდე გუნდმაც(მწვრთნელი – აკაკი კვერნაძე), რომელმაც მეტოქეს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი გოგუაძის პასითთორნიკე ბანძელაძემ გაიტანა.
“ტორპედო U-18”: მოდებაძე, მარდალეიშვილი(ზირაქაძე 89), ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე, ქველიძე(ზაქარიაძე 60), ხვიჩია(ა. ჭიჭინაძე 72), ბანძელაძე, გოგუაძე(ბაბუნაშვილი 85), ჯანაძე(ჯიქიძე 67), ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 83).
FCTorpedo.GE