“ტორპედოს” ზედიზედ მეოთხე მოგებული სპარინგ-მატჩი
ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურად პირველი ლიგის წარმომადგენელ ხონის „იმერეთს“ უმასპინძლა.
ხონელებთან გამართული ნაყოფიერი მატჩი ქუთაისელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ანგარიში ალექსი ბენაშვილმა გახსნა, მალევე კი ორი შედეგიანი პენალტით სტუმრები გავიდნენ წინ, თუმცა მეორე ტაიმში თავისი მორიგი გოლი ჯერ ოთარ კვერნაძემ და თამაშის მიწურულს – გოგი ფიფიამ გაიტანა, რითაც „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე ტესტ-მატჩი ჩააბარა წარმატებით. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა მცველმა მიხეილ მახვილაძემ, ვინც მარტვილის „მერანთან“ საკონტროლო შეხვედრის დროს დაშავდა.
„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 46), ადამაძე, თოდუა(ჭედია 75), ელიავა(მამასახლისი 46), ტაბატაძე, ჩიკვილაძე(ჯოხაძე 68), ბაბუნაშვილი(ჩაკვეტაძე 46), ბენაშვილი(შენგელია 60), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46), ფიფია, კვერნაძე(ქებურია 65)