WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (367186) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ტორპედომ” “შერიფი” დაამარცხა! (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 10, 2018

10 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” საკუთარ მოედანზე მოლდოვურ “შერიფს” დაუპირისპირდა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მე-14 წუთზე ბადიბანგამ საკუთარი გუნდი დააწინაურა. ათ წუთში დოლიძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით გიორგი ქიმაძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევრის 62-ე წუთზე “შერიფის” მეკარემ საკუთარ საჯარიმოში გიორგი ქიმაძე წააქცია, არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კუხიანიძემ კარგად შეასრულა და “ტორპედო” წინ გაიყვანა. ამის შემდეგ თამაშში აღარ შეცვლილა, მატჩი “ტორპედოს” გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.

“ტორპედოსა” და “შერიფს” შორის განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს ტირასპოლში გაიმართება.

მიმოხილვა



მსგავსი სიახლეები