“ტოტენჰემი” დუგლას კოშტას ტრანსფერით ინტერესდება
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, დუგლას კოშტა ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
როგორც ცნობილი ხდება, “მამლების” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ზაფხულში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს.
როგორც იცით, ბოლო ორი სეზონია, რაც პოჩეტინოს გუნდი საკმაოდ კარგად გამოდის პრემიერ ლიგაში, მაგრამ ჩემპიონობამდე რაღაც აკლდებათ.
ლონდონში ფიქრობენ, რომ ეს რაღაც შეიძლება, დუგლას კოშტა იყოს. რომლის გადასაბირებლადაც დაახლოებით 25-30 მილიონი ფუნტია საჭირო.
26 წლის ბრაზილიელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.