“ტოტენჰემი” ერიქსენთან ახალ კონტრაქტს ვერ ათანხმებს
ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმოების მიუხედავად, ჯერაც ვერ ახერხებენ კრისტიან ერიქსენთან ახალი კონტრაქტის პირობების შეთანხმებას. ამ ინფორმაციას Daily Mail ადასტურებს.
26 წლის დანიელ ფეხბურთელს “სპურსთან” კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ლონდონელებს მისი გამოსასყიდი თანხის გაზრდა სურთ, რისთვისაც ახალი კონტრაქტის შეთანხმებაა საჭირო.
როგორც ცნობილი ხდება, ერიქსენი კლუბისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს. მას სურს, კეინისა და ლორისის მსგავსი ხელფასი ჰქონდეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად კეინი კვირაში 300 ათასს იღებს.
ბრიტანელები ადასტურებენ, რომ ერიქსენი, რომელიც “ტოტენჰემს” 2013 წელს შეუერთდა 11-მილიონიანი ტრანსფერის წყალობით, მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.