“ტოტენჰემი” – “რომა”: უხვგოლიანი მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა (ვიდეო)
“პარი სენ-ჟერმენთან” მოგებული (4:2) მატჩის შემდეგ, ლონდონის “ტოტენჰემი” “რომას” დაუპირისპირდა, რომელიც პარიზულმა გრანდმა პენალტების სერიაში დაამარცხა
მატჩი ძალიან დაძაბული, საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე, პეროტიმ გახსნა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან, 70-ე წუთზე კი უნდერმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
89-ე და 91-ე წუთებზე უინკსმა და იანსენმა ანგარიში სასწაულებრივად გაათანაბრეს, მაგრამ ერთ წუთში ტუმინელომ “მამლების” ყველანაირი გარჯა გაანულა.
“ტოტენჰემი”: ვორმი; ალდერვაირელდი, ვერტონგენი, კარტერ-ვიკერსი, უოკერ-პიტერსი; ტრიპიე, დემბელე, დაიერი, ონომა; დელე ალი, ჰარი კეინი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
“რომა”: ალისონი; პერესი, ფაციო, ჟეზუსი, კოლაროვი; ჟერსონი, დე როსი, ნაინგოლანი; დეფრელი, ედინ ჯეკო, პეროტი
მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო