“ტოტენჰემისა” და “ევერტონის” დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა (ვიდეო)
ბრიტანული პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” საშინაო არენაზე მერსესაიდული “ევერტონი” მიიღო და მინიმალური სხვაობით, 3-2 დაამარცხა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც მეოცე წუთზე ჰარი კეინმა გოლით გარდასახა. ინგლისელმა გოლეადორმა თავი 56-ე წუთზეც გამოიჩინა. სტუმართა მხრიდან ერთი ბურთი რომელუ ლუკაკუმ გაქვითა. ბოლო წუთებზე მერსესაიდელთა კარი დელე ალიმაც აიღო, თუმცა სტუმრებმა მალევე უპასუხეს – გოლი ვალენსიას ანგარიშზეა.
შედეგად, 27 ტურის შემდეგ, “მამლებს” 56 ქულა დაუგროვდათ და მყარად იკავებენ მეორე პოზიციას, “კამფეტები” კი 44 ქულით მეშვიდეზე არიან.
“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; იან ვერტონგენი, ალდერვაირელდი, დაიერი; დეივისი, დემბელე (უინკსი 78′), ვანიამა, უოლკერი; დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
“ევერტონი”: რობლსი; კოულმენი, უილიამსი, მორი, ბაინსი; გეიე, შნაიდერლინი, ბარი; დეივისი, ბარკლი; ლუკაკუ
მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი