“ტოტენჰემმა” “ჩელსი” დელე ალის გოლებით დაამარცხა (ვიდეო)
ინგლისური პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ბოლო და ცენტრალურ მატჩს “უაით ჰართ ლეინმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “ტოტენჰემს” თანაქალაქელი “ჩელსი” დაუპირისპირდა.
მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო მოთამაშე გუნდთათვის, არამედ მთელი პრემიერ ლიგისათვის, როგორც ეს მაურისიო პოჩეტინომ მატჩამდე განაცხადა, რადგანაც ამ მატჩში “ტოტენჰემის” დამარცხებით “ჩელსი” კიდევ უფრო გაიქცეოდა წინ საჩემპიონო ბრძოლაში, რაც ინტრიგას მინიმუმამდე დაიყვანდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა თავიანტი მომენტების რეალიზება მასპინძლებმა მოახერხეს, რომელთა რიგებიდან თავი ახალგაზრდა დელე ალიმ გამოიჩინა.
ასე რომ, “ტოტენჰემმა” ლიდერი დაამარცხა და მათ შორის სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა. “მამლები” მომდევნო ტურში “ვესტ ბრომს” უმასპინძლებენ, “არისტოკრატები” კი ჩემპიონს, “ლესტერს” ეწვევიან.
“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ვერტონგენი, ალდერვაირელდი, დაიერი; როუზი, ვანიამა, დემბელე (74′ უინკსი), უოლკერი; დელე ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, მატიჩი, კანტე (ფაბრეგასი 78′), ალონსო (ვილიანი 65′); პედრო, კოშტა, აზარი
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: დელე ალი 45+1′, 54′