“ტოტენჰემმა” “მანჩესტერ სიტისთან” ბრძოლა წააგო, თუმცა ომი მოიგო (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის საპასუხო მატჩი გაიამრთა. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონში ჩატარებული პირველი შეხვედრა “დეზებმა” მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1:0 მოიგეს.
განმეორებითი მატჩი მართლაც ფანტასტიური გამოვიდა. რაჰიმ სტერლინგმა სწრაფი გოლი გაიტანა და თითქოს “სიტის” თამაშზე კონტროლი უნდა აეღო, თუმცა სონ ჰინ მინმა სამწუთიან მონაკვეთში მასპინძლები ორჯერ დასაჯა – 1:2. “ქალაქელები” გონს მალევე მოეგნენ და ბერნარდუ სილვამ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი სტერლინგმა “სიტი” სულაც დააწინაურა – 3:2.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მეორე ტაიმში ერთი უპასუხო გოლის გატანა მართებდა და 59-ე წუთზე ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია მანამდე შედარებით პასიურმა სერხიო აგუერომ შეასრულა – 4:2. თუმცა, “ქალაქელებმა” დარჩენილ დროში კარი გაშვებული ბურთისგან ვერ დაიცვეს: 73-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდო ლორენტემ გაიტანა და “დეზებს” ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა დაუბრუნა. კომპენსირებულ დროში სტერლინგმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, “ქალაქელებმა” გოლი ემოციურად აღნიშნეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ გაირკვა, რომ ამ მომენტში აგუერო თამაშგარე მდგომარეობაში იყო და 4:3 ძალაში დარჩა. საბოლოოდ, “სიტიმ” სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო და ტურნირს გამოეთიშა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კი მომდევნო ეტაპზეა.
“ტოტენჰემი” ტურნირის ნახევარფინალურ რაუნდზე ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი შეხვედრა ლონდონში, 30 აპრილს ჩატარდება, განმერებით მატჩს კი “იოჰან კრუიფ არენა” 7 აპრილს მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“მანჩესტერ სიტი” — “ტოტენჰემი” 4:3 (3:2) (ორი მატჩის ჯამში 4:4)
გოლები: სტერლინგი 4′, 21′, ბერნარდუ სილვა 11′, აგუერო 59′ — სონი 7′, 10′, ლორენტე 73′.