“ტოტენჰემმა” “მანჩესტერ სიტისთან” ბრძოლა წააგო, თუმცა ომი მოიგო (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 18, 2019

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის საპასუხო მატჩი გაიამრთა. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონში ჩატარებული პირველი შეხვედრა “დეზებმა” მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1:0 მოიგეს.

განმეორებითი მატჩი მართლაც ფანტასტიური გამოვიდა. რაჰიმ სტერლინგმა სწრაფი გოლი გაიტანა და თითქოს “სიტის” თამაშზე კონტროლი უნდა აეღო, თუმცა სონ ჰინ მინმა სამწუთიან მონაკვეთში მასპინძლები ორჯერ დასაჯა – 1:2. “ქალაქელები” გონს მალევე მოეგნენ და ბერნარდუ სილვამ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი სტერლინგმა “სიტი” სულაც დააწინაურა – 3:2.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მეორე ტაიმში ერთი უპასუხო გოლის გატანა მართებდა და 59-ე წუთზე ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია მანამდე შედარებით პასიურმა სერხიო აგუერომ შეასრულა – 4:2. თუმცა, “ქალაქელებმა” დარჩენილ დროში კარი გაშვებული ბურთისგან ვერ დაიცვეს: 73-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდო ლორენტემ გაიტანა და “დეზებს” ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა დაუბრუნა. კომპენსირებულ დროში სტერლინგმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, “ქალაქელებმა” გოლი ემოციურად აღნიშნეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ გაირკვა, რომ ამ მომენტში აგუერო თამაშგარე მდგომარეობაში იყო და 4:3 ძალაში დარჩა. საბოლოოდ, “სიტიმ” სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო და ტურნირს გამოეთიშა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კი მომდევნო ეტაპზეა.

“ტოტენჰემი” ტურნირის ნახევარფინალურ რაუნდზე ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი შეხვედრა ლონდონში, 30 აპრილს ჩატარდება, განმერებით მატჩს კი “იოჰან კრუიფ არენა” 7 აპრილს მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“მანჩესტერ სიტი” — “ტოტენჰემი” 4:3 (3:2) (ორი მატჩის ჯამში 4:4)
გოლები:
სტერლინგი 4′, 21′, ბერნარდუ სილვა 11′, აგუერო 59′ — სონი 7′, 10′, ლორენტე 73′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჭიაბრიშვილი: “დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცო

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსთან” გამართული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნენად ბელიცა: “ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ”

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა....
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” – ზაგრების “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” “ახალი მესის” სანაცვლოდ 16 მილიონ ფუნტს იხდის

“სქაი სპორტსის” ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “ველეს სარსფილდთან” მოლაპარაკებას აწარმოებს ტიაგო ალმადას შესაძლო ტრანსფე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება სოციალურ ქსელში

დღეს, იაპონიის ქალაქ საიტამაში ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს “ჩელსი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. მატჩა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება კევინ დე ბრუინის მეუღლე (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის რჩეული მიშელ ლაკროა. დე ბრუინსა და მის 26 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნენად ბელიცა: “ჩვენ ნებისმიერ გუნდთან გამარჯვებას ვცდილობთ”

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ “საბურთალოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისში პრესკონფერენცია გამართა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა უთხრა რონალდუმ სარის? (ვიდეო)

21 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე “იუვენტუსი” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. 63-ე წუთზე, მაურიციო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია – ვის შეხვდება “საბურთალო” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ვენესუელელმა ფეხბურთელმა პენალტი MLS-ში (ვიდეო)

22 ივლისს, ამერიკის MLS-ში “ატლანტა იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “დისი იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სევილიას” ფეხბურთელის სასტიკი უხეშობა და წითელი ბარათი “ლივერპულთანR

22 ივლისს, აშშ-ში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “სევილია” და “ლივერპული” დაუპირისპირდნენ. მატჩი სევილიელთა გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 ივლისი

ზანიოლო “რეალში”? Corriere della Sera-ს ცნობით, მადრიდის “რეალი” “რომას” შემტევი ნახევარმცველის, ნიკოლო ზანიოლოს შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინის საოცარი გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

21 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლონდონური გუნდის გამარჯ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი პრესკონფერენციაზე საკუთარ ორეულს შეხვდა (ვიდეო)

“ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ერთ-ერთი პრესკონფერენციის მიწურულს მისი ორეული შეხვდა. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ გააჩერებს ვაკოს – ყაზაიშვილმა ერთ ეპიზოდში ხუთი მეტოქე მოატყუა (ვიდეო)

21 ივლისს, ამერიკის MLS-ში “ვანკუვერმა” საკუთარ მოედანზე ქართველების “სან ხოსე” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. […]...
წაკითხვა