ტოტენჰემმა ნოტონი დაკარგა
თარიღი: ოქტომბერი 11, 2014

ლონდონის “ტოტენჰემს” ტრავმის გამო მცველი კაილ ნოტონი ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, ფეხბურთელი “საუთჰემპტონთან” მატჩის დროს დაშავდა და ადგილი ერიკ დაიერს დაუთმო.
Sky Sports-ის ცნობით, 25 წლის მომოთამაშის ტრავმა საკმაოდ სერიოზული ყოფილა და მას გარკვეული დრო გაუცდება.
სარეაბილიტაციო პერიოდის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა ის რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.
მსგავსი სიახლეები